ესპანური Marca გიორგი მამარდაშვილზე წერს

AutoSharing Option
ესპანური Marca "ვალენსიას" ქართველ მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე წერს:

"გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითად მეკარედ ჩამოყალიბდა, თუმცა ის სულ რაღაც 20 წლისაა, როგორც ფეხბურთელი ამბობს, მას თამაში ელიტაში უწევს. ქართველი მეკარე "ღამურების" შემადგენლობაში მესამე კიპერად ჩავიდა, დღეს კი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, ის თითოეულ თავის მოქმედებას ფანქრის მეშვეობით ზომავს. ესპანურ გუნდში კარის მცველს შესანიშნავი პირობები აქვს, თუმცა გასაძლიერებლად შეცდომები და არაკომფორტული შემთხვევები უნდა გაიაროს, რათა დრო და დრო პროგრესირდეს და მაღალი დონის მეკარედ ჩამოყალიბდეს. და ეს მოხდა...

მამარდაშვილმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხოსე
ბორდალასის ნდობა მოიპოვა, ფურორი კი ძირითად თერთმეტეულში ადგილის დამკვიდრება გახლდათ, რადგან თითქმის არსაიდან ქართველი კიპერი ესპანური გრანდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. ახალგაზრდა სხვადასხვა გამორჩეულ მომენტს გვთავაზობს, რომელიც მომავალში მის კარიერაზე დიდ ზეგავლენას იქონიებს, თითოეული შეცდომა კი დიდი კრიტიკის საფასურად უჯდება, ქართველი ამით ნერვიულობს, შეცდომისგან კი არავინაა დაზღვეული, თანაც ასეთ ასაკში.

ბურთი სუსტი დარტყმითაა დაბლოკილი: გოლი არ ჩაითვალა

"ოსასუნას" წინააღმდეგ "ღამურებმა" გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა ერთ მომენტში უსიამოვნო რამ მოხდა, მატჩის 63-ე წუთზე ვალენსიური კლუბი 3:1 იგებდა, როდესაც გიორგიმ ფეხბურთელის მიერ დარტყმული ბურთი აიღო, თუმცა ხელებში დაფიქსირება ვერ მოასწრო და მასპინძელი გუნდის ფეხბურთელმა გოლი გაიტანა, ამ დროს ალბათ ბორდალასმა იფიქრა, რომ ქართველი კიპერი ძირითადი შემადგენლობისთვის მზად არ იყო, თუმცა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გოლი გაუქმდა, მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მამარდაშვილს ბურთი ხელებში ჰქონდა, წესების მიხედვით კი ამ დროს ბურთის წართმევა ჯარიმა გახლავთ. რა თქმა უნდა, ქართველს ამ ეპიზოდში ძალიან გაუმართა, მხატვრულად, რომ ვთქვათ, ის ავარიაში მოყვა, თუმცა არაფერი დაუზიანდა.

მადრიდის "რეალი" - "ვალენსია" 2:1 - მცველობის გადაწყვეტლება, შეცდომა და საკუთარ კარში მიღებული გოლი...

და აი დადგა მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე, გიორგი მამარდაშვილი "მესტალიაზე" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა. ქართველი მეკარე თითმის მთელი შეხვედრის განმავლობაში კარის ხაზზე შესანიშნავად მოქმედებდა, ის "ბლანკოსის" ფეხბურთელების დარტყმებს მიყოლებით იგერიებდა, თუმცა მატჩის მიწურულს "სამეფო კლუბმა" 2 გოლის გატანა მოახერხა და "ღამურებმა" შეხვედრა 1:2 დათმეს. პირველი ბურთის ეპიზოდში მეკარე ვერაფერს იზამდა, აი მეორე მომენტში კი კარის დარაჯმა მცველის როლის ფუნქციის მორგება გადაწყვიტა, რითაც კარიმ ბენზემამ უპირატესობა გამოიყენა და დედაქალაქურ გუნდს მორიგი 3 ქულა შესძინა.

რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: "სამწუხარო დღე, კარგი გამოცდილება". მნიშვნელოვანი იცით რა არის? ქართველი საკუთარ თავს ოპტიმიზმის საშუალებას აძლევს, რადგან მან კარგად იცის, რომ ინდივიდუალურ და გუნდურ ეპიზოდებს გამოასწორებს, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს...

სილესენი შანსს ელოდება

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იასპერ სილესენს შანსი აღარ ეძლევა, მისი ადგილი ქართველმა დებიუტანტმა დაიკავა. ნიდერლანდელი მეკარე ალბათ თვლიდა, რომ "ოსასუნას" წინააღმდეგ შეხვედრას სწორედ ის დაიწყებდა, თუმცა ფაქტია, ეს ასე არ მოხდა. როგორც ცნობილია, იასპერსა და ბორდალასს შორის მ-4 ტურის შემდეგ საუბარი შედგა, მიზეზი კი მოლაპარაკება ჰარმონიაში დასაბრუნებლად იყო, თუმცა ყველაფერს ვხედავთ" - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, ლა ლიგის 5 ტურის შემდეგ "ვალენსია" 10 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას 22 სექტემბერს, "სევილიის" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
გივი? სად ხარ გივი, გამოდი გივი
გიო
19:43 22-09-2021
0
ბარსელონას ტერ შტეგენი მსოფლიოს დონის მეკარეა,მაგრამ მაგან ბოლო ტურში შეცდომა რომ დაუშვა,საქართველოს ჩემპიონატში არ გაპატიებენ.შეცვლიან ამის გამო?რა თქმა უნდა არა.მხოლოდ ამ მომენტისათვის არ შეცვლიან.შესაძლოა უკვე დაგროვილი შეცდომების და სილესენისათვის შანსის მიცემის საჭიროების გამო,შეცვალონ,მაგრამ არა მგონია სევილიასთან გარისკონ.თუმცა ვარჯიშებზე ორივე მეკარეს ხედავენ მწვრთნელები და შესაძლოა სილესენის გამოცდილებასაც ენდონ.ხომ ფაქტია,რომ გიორგის შეცდომები,ძირითადად,ასეთ დონეზე და სისწრაფეებზე თამაშის გამოუცდელობის გამო მოსდიოდა.მაინც მგონია,რომ გიორგის დააყენებენ.ტრავმების გამო,უკვე ბევრი ძირითადის ფეხბურთელი მოაკლდათ და კიდევ ერთს,არ დაამატებენ.თან რეალთან მატჩის შემდეგ შეცვლა,გიორგისადმი უნდობლობას ნიშნავს და ისეთ ფსიქოლოგიურ დარტყმასაც მიიღებს რომ,შესაძლებელია მთლიანად ჩაქრეს კიდეც.
სოსო
13:42 22-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული