Marca-ს მიხედვით, "ვალენსიას" კარს სილესენი დაიცავს

AutoSharing Option
დღეს, 22 სექტემბერს (თბილსის დროით 21:30 საათზე), "ლა ლიგის" მე-6 ტურში "სევილია" "ვალენსიას" "სანჩეს პისხუანზე" უმასპინძლებს. ესპანური marca-ს მიხედვით, "ღამურების" კარს იასპერ სილესენი დაიცავს, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგოთა შორის იქნება.

აღსანიშნავია, რომ გავლელიანმა გამოცემამ მსგავსი პროგნოზი "რეალთან" დაპირისპირებამდეც გამოთქვა, რაც არ გამართლდა. "ვალენსიას" თავკაცი ხოსე ბორდალასი ქართველ კიპერს ნდობას უცხადებს. გიორგის მხარდამჭერი განცხადებები კლუბის ლეგენდარულმა კიპერმა სანტიაგო კანისარესმაც გააკეთა.

Sportall.Ge

"ვალენსია" 10 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, სევილიელებს კი 8 ქულა აქვთ, თუმცა ერთი შეხვედრით ნაკლები გამართეს. "დალაქებმა" საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთხელ
ითამაშეს და "რაიო ვალეკანო" (3:0) დაამარცხეს. "ვალენსიას" მიმდინარე სეზონში სტუმრად არ წაუგია.

შეხვედრის მთავარი არბიტრი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იქნება.

altესპანური Marca გიორგი მამარდაშვილზე წერს

altბენზემამ შეცდომა არ აპატია - მამარდაშვილის შეფასებები


მკითხველის კომენტარები / 30 /
ამდენი ბოღმისა და შურისაგან , არაფერი დაგემართოთ ნერვიულობის ფონზე , თავს გაუფრთხილდით . ალბათ რომ გამოისყიდიან და კონტრაქტს გაუფორმებენ , საერთოდ ღამეც აღარ დაგეძინებათ . მიდი მამარდ , თავი არ დაზოგო ამათ ჯინაზე და საკუთარი მომავლისათვის , შენი მხარდამჭერები ბევრად მეტი ვარ ამ ქვეყანაში . წარმატებები .
ATP 16
20:36 22-09-2021
0
ძირითადშია!!!
იოსებ
20:22 22-09-2021
0

სიახლეები პოპულარული