Marca-ს მიხედვით, "ვალენსიას" კარს სილესენი დაიცავს

AutoSharing Option
დღეს, 22 სექტემბერს (თბილსის დროით 21:30 საათზე), "ლა ლიგის" მე-6 ტურში "სევილია" "ვალენსიას" "სანჩეს პისხუანზე" უმასპინძლებს. ესპანური marca-ს მიხედვით, "ღამურების" კარს იასპერ სილესენი დაიცავს, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგოთა შორის იქნება.

აღსანიშნავია, რომ გავლელიანმა გამოცემამ მსგავსი პროგნოზი "რეალთან" დაპირისპირებამდეც გამოთქვა, რაც არ გამართლდა. "ვალენსიას" თავკაცი ხოსე ბორდალასი ქართველ კიპერს ნდობას უცხადებს. გიორგის მხარდამჭერი განცხადებები კლუბის ლეგენდარულმა კიპერმა სანტიაგო კანისარესმაც გააკეთა.

Sportall.Ge

"ვალენსია" 10 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, სევილიელებს კი 8 ქულა აქვთ, თუმცა ერთი შეხვედრით ნაკლები გამართეს. "დალაქებმა" საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთხელ
ითამაშეს და "რაიო ვალეკანო" (3:0) დაამარცხეს. "ვალენსიას" მიმდინარე სეზონში სტუმრად არ წაუგია.

შეხვედრის მთავარი არბიტრი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იქნება.

altესპანური Marca გიორგი მამარდაშვილზე წერს

altბენზემამ შეცდომა არ აპატია - მამარდაშვილის შეფასებები


მკითხველის კომენტარები / 30 /
ვინც არ უნდა ჩააყენოს კარში, კარგი დღე ნამდვილად არ მოელის... ასე, რომ იქნებ, სილესენის დაყენება სჯობდეს კიდევაც....
ვოოტ
22 სექტემბერი 2021 13:47
0
მამარდაშვილის კარგ თამაშს სილესენის ცუდი თამაში თუ არ დაფიქსირდა, ისე მამარდაშვილის პირველმეკარეობა ვერ იქნება.
ჟორა გაბრიჭიძე
22 სექტემბერი 2021 13:55
2
ზოგიერთი ისეთ კომენტარებს დაწერს ვხვდები, რომ ფეხბურთი მხოლოდ გაგებული აქვს.. სილენსენი, რომ გიორგიზე მაღალი დონეა ეგ არაა სადავო, უბრალოდ გიოს გაუმართლა მისი ტრამვა, შემდეგ თავი წარმოაჩინა კარგად და ტრენერმაც აცადა, რომ მეტი გამოცდილება მიეღო. ორი აზრი არაა, რომ დასვამენ. შანსი არაა, ვერ ენდობი ამხელა ჩემპიონატში გამოუცდელ მეკარეს მთელი სეზონი.. კარგი ისაა, რომ ძლიერ ჩემპიონატშია, მაგარ გამოცდილებას იღებს და 2 წელში ასე თუ გააგრძელა ტოპ მეკარე იქნება.. წარმატებები გიოს
აკო
22 სექტემბერი 2021 15:16
2
სამწუხაროა დამაჯერებლობა აკლდა მამარდას დროებთია მაინც ამოაგდებს სილესენს
beqa
22 სექტემბერი 2021 13:07
3
ჰოდა, აბა თუ სილესენი იდგება კარში, მაშინ სევილიას ვუსურვოთ დიდი ანგარიშით მოგებააა:-))
პასკალი
22 სექტემბერი 2021 15:38
3
ეგ რა შუაშია. ჯანსაღ კონკურენციაში უნდა აჯობოს ღირსეულად და არა ისე...
ზურა
22 სექტემბერი 2021 16:56
1
მსოფლიო ფეხბურთში არ არსებობს მეკარე, რომელიც არ უშვებს გოლს და მოზდის თამაში შეცდომები ნოიერის ბუფონის და კასილასის ისეთი შეცდომები მინახავს რომ ბავშვი მეკარეც არ დაუშვებდა ასეთ შეცდომებს.
მე ვფიქრობ რომ ვალესიას წაგება რეალთან იყო თვითონ ვალესიას ბრალი და არა მამარდაშვილის რასაც სამწუხაროდ აბრალებენ ამ ბიჭს ფაქტი იყო ის რომ 70 წუთიდან ვალენსია ჩაჯდა დაცვაში თავის ნახევარზე და წინ აღარც წასულა როცა ასე ეთამაშები რეალს ის აუცილებლად გაგიტანს და რაც შეეხება გოლს და შეცდომას სილესენის ისეთი შეცდომები მინახავს ეს მამარდაშვილის ეპიზოდი იმასთან შედარებით არაფერია.
ფეხბურთელი მითუმეტეს ახალგაზრდა იზრდება და უმატებს თამაშიდან თამაშამდე და თუ მწვრთნელმა მას მართლაც გამოუცხადა ნდობა და მოიზარებს მამარდაშვილს თავის გუნდში ამ ერთი შეცდომას არ უნდა გადაყოლონ ეს ბიჭი და აუცილებლად უნდა ათამაშონ დღესაც ყველაზე მეტად მოტივირებული და მონდომებული იქნება თვითონ გიორგი რომ მზგავსი შეცდომა აღარ დაუშვას.
ზურა
22 სექტემბერი 2021 13:51
1
მამარდაშვილი დგას კარში!!! 40 წუთით ადრე თამაშდე - ეგრეა!!! ინფორმაცია განახლად არა კვახი
პავლე
22 სექტემბერი 2021 19:42
0
სილესენი იქნება რო ასიამოვნებს სევილია შეუცდომელი მეკარე არარსებობს.მარა ტიპს 14 მილიონს რო უხდიან ხო უნდა ათამაშონ .
zaza
22 სექტემბერი 2021 13:34
1
14 მილიონს თუ უხდიდნენ არვიცოდი,მარა როგორც ვიცი დაახლოებით 35 მილიონად შეიძინეს ბარსელონადან,ასეთი მეკარის სათადარიგოზე გადაყვანა უკვე ძაან დიდი პლიუსია მამარდაშვილისთვის. წარმატებები მას
iraklibatumi
22 სექტემბერი 2021 13:57
0
ძირითადში თუ არ დააყენეს სასწრაფოდ უნდა დატოვოს ვალენსია და დინამოში ჩამოვიდეს კარში ჩადგება და იგრავოი პრაქტიკა ექნება :)
semi
22 სექტემბერი 2021 16:51
11
ამდენი ბოღმისა და შურისაგან , არაფერი დაგემართოთ ნერვიულობის ფონზე , თავს გაუფრთხილდით . ალბათ რომ გამოისყიდიან და კონტრაქტს გაუფორმებენ , საერთოდ ღამეც აღარ დაგეძინებათ . მიდი მამარდ , თავი არ დაზოგო ამათ ჯინაზე და საკუთარი მომავლისათვის , შენი მხარდამჭერები ბევრად მეტი ვარ ამ ქვეყანაში . წარმატებები .
ATP 16
22 სექტემბერი 2021 20:36
0
…რამდენი ბოროტი ადამიანია თურმე!!! საქართველოს და ქართველთა მოძულე!!! 20 წლის ბიჭს ასე რომ მოექცევი, იმის მაგივრად, რომ გიხაროდეს და გვერდში დაუდგე, ყოვლად გაუგებარია!!!
დათო
22 სექტემბერი 2021 20:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული