"მარკას" ვარაუდი ისევ არ გამართლდა - მამარდაშვილი "სევილიასთან" მატჩის სასტარტოშია!!!

AutoSharing Option
დღეს, 22 სექტემბერს, ლა ლიგის მე-6 ტურში „ვალენსია“ სტუმრად „სევილიას“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. „ღამურების“ კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

მამარდაშვილმა პრიმერას 5 პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაუშვა, თავი კარგად წარმოაჩინა და მიუხედავად იმისა, რომ „რეალთან“ შეხვედრის დასასრულს შეცდომა დაუშვა, მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა კვლავ გამოუცხადა ნდობა.

შეგახსენებთ, დღეს „მარკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სევილიასთან“ „ვალენსიას“ კარს სილესენი დაიცავდა. ესპანური გამოცემა უკვე ზედიზედ მეორედ შეცდა ვარაუდში.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ერთი კვარაცხელია და ჩაკვეტაძეა და მეორე ეს მამარდაშვილი სუპერ ტალანტი..
ისე თქვენ რა გითხარით.
რეალისტები იყავით!
გენა
23:13 22-09-2021
11
21 წლის ბიჭია.საქართველოდან მოხვდა ვალენსიას ძირითადში.გრანდებთან თამაშობს.ენდობიან და გაამართლეს.ვალენსიას ჩვენ ვსწავლობთ როგორ მოიქცეს?ჩვენი ფეხბურთში რას გავს შევხდეოთ თუ ამას მივხედოთ.უნდათ, და ათამაშონ.მიხარია როგოეც იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში მეკარე ასე წინ გაიჭრა.მარტივი ჰგონია ხალხს ბუფონობა.წარმატებები გიორგის
georgian
23:13 22-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული