დღეს, 22 სექტემბერს, ლა ლიგის მე-6 ტურში „ვალენსია“ სტუმრად „სევილიას“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. „ღამურების“ კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
მამარდაშვილმა პრიმერას 5 პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაუშვა, თავი კარგად წარმოაჩინა და მიუხედავად იმისა, რომ „რეალთან“ შეხვედრის დასასრულს შეცდომა დაუშვა, მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა კვლავ გამოუცხადა ნდობა.
შეგახსენებთ, დღეს „მარკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სევილიასთან“ „ვალენსიას“ კარს სილესენი დაიცავდა. ესპანური გამოცემა უკვე ზედიზედ მეორედ შეცდა ვარაუდში.
ისე თქვენ რა გითხარით.
რეალისტები იყავით!