არადამაჯერებელი "ვალენსია" და მამარდაშვილი და მარცხი სევილიაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-6 ტურში „ვალენსია“ სტუმრად 1:3 დამარცხდა „სევილიასთან“.

მატჩი სტუმართათვის საშინლად დაიწყო, უკვე 22-ე წუთზე 0:3-ს აგებდნენ, მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი დამაჯერებელი ვერ იყო, განსაკუთრებით მეორე გოლის გაშვებისას. თუმცა, შესვენებამდე დურომ დიეგო კარლოსისგან რიკოშეტით ანგარიში შეამცირა. მეორე ტაიმში მასპინძლები თამაშის გამწვავებას მოერიდნენ, ტემპი დააგდეს და მატჩი მშვიდად მიიყვანეს ლოგიკურ დასასრულამდე.

რა თქმა უნდა, გიორგი საუკეთესოდ ვერ გაისარჯა, მაგრამ ვერც მისმა თანაგუნდელებმა ივარგეს (მეტადრე მცველებმა) და ყველაფრის ქართველისთვის გადაბრალება მართებული არ იქნება.

„ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 10 ქულით ჯერჯერობით
მე-4 ადგილზეა, 25 სექტემბერს „ბილბაოს“ უმასპინძლებს და იმედია, მწვრთნელი ბორდალასი მამარდაშვილს კვლავ გამოუცხადებს ნდობას.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ვალენსია 3:1
გოლები: 1:0 გომესი (3), 2:0 ლატო (15, საკ. კარში), 3:0 რაფა მირი (22), 3:1 დურო (31)

მკითხველის კომენტარები / 29 /
გიორგი! საქართველოს ნაკრებში, თამაშის მერე მენტალურად, ამოვარდა ფორმიდან. არადა რა კარგ ფორმაში იყო.
გამაგრდი გიო!
22 სექტემბერი 2021 23:49
12
ამ ბიჭს ისე აკრიტიკებენ, თითქოს ტობო კურტუას გამოცდილება ქონდეს, ან მანუელ ნოიერის. 20 წლის ბიჭია, 5თუ 6 თამაში ითამაშა ლა ლიგაში, თან რა დონის გუნდებთან.ამ რეალობას მოწყვეტილ კრიტიკოსებს უნდათ კურტუას და ნოიერის დონეზე ითამაშოს 20 წლის მეკარემ, კურტუასაც და ნოიერსაც აქვთ გაშვებული 1 თამაშში 5- და 6 ბურთი და ამ ბურთების ნახევარი მათი შეცდომით გავიდა.ეს ბიჭი ლა ლიგაში რომ მოხდა უკვე მაგარია, ნელ -ნელა დაიხვეწება და კურტუას დონეზე ავა. აბა შენ იცი გიორგი!!!
რეალის ფანი
23 სექტემბერი 2021 10:51
4
ძალიან ვწუხვარ:( ერი ვართ სუსტი ნებისყოფის, ემოციური და მოშურნე
ლას
23 სექტემბერი 2021 06:23
2
პირველი და მესამე გოლები,ფაქტობრივად ანალოგიურები იყო.გრძივი პასი შეუგდეს,შეჰყვა, დაარტყა და გაიტანა.პირველ გოლზე ახლო კუთხე იყო,მაგრამ ძალიან ძლიერი და ძალიან ახკიდან დაარტყა.მესამე გოლზე,სწრაფად რომ გამოვარდნილიყო,შეიძლებოდა ხელი შეეშალა,მაგრამ მცველი უფრო წინ იყო და თანაც როცა მცველი ებრძვის,რეკომენდებული არ არის კარიდან შორს გამოვარდნა.მეორე გოლის ეპიზოდში,ჩამოწოდებული ბურთი,მცველის ზურგიდან აისხლიტა და მაგრად დაბზრიალებული,მეკარის ბაქნის წინა კუთხესთან მცველი და თავდამსხმელი ახტნენ.მეკარე ვერაფრით განსაზღვრავდა ბურთი სად და როგორ წავიდოდა.ბურთმა თითქოს ცოტა ჩამოჰკრა ამხტარი მცველის თავს და არ ვიცი იმის გამო რომ ბურთი ძალიან დაბზრიალებული იყო,არ ვიცი მიწის კოშტზე,ისე უცნაური ტრაექტორიით ახტა,რომ მეკარეს თავს გადაევლო და კარში ჩაეშვა.არადა რომ შეხედავთ,მიწაზე დაცემული ბურთი,თითქოს ისე მაღლა არ უნდა ამხტარიყო.ერთი სიტყვით,სამივე გოლი,საკმაოდ უცნაური გავიდა,თან შეცდომას რომ ჰგავს და ურო რომ არ ჰგავს.დაცვის ხაზიც აშკარად ვერ არის სიმაღლეზე და ნევროზულობა მცველებსაც ეტყობათ და მეკარესაც.არ ვიცი,მომდევნო თამაშში კიდევ ენდობიან თუ არა,მაგრამ ჩემი აზრით,არ უნდა შეცვალონ.ასეთი შოკის შემდეგ,მაინც შესძლო და თავი ხელში აიყვანა.წარმატებული მატჩი,ახლა ჟანგბადივით სჭირდება გიორგის და დაცვის ხაზს.აშკარაა,რომ გაია ძალიან დიდი ძალაა გუნდისათვის და ისაა ლიდერი,უკანა ხაზში.ლიდერების დაბრუნება,ცხადია გუნდსაც დაეტყობა.
სოსო
23 სექტემბერი 2021 01:55
6
სამწუხაროდ ვფიქრობ რომ შემდეგ შეხვედრაში დიდია ალბათობით უკვე სილესენი იქნება, მაგრამ გიორგიმ უკვე მიაჰწია უდიდეს წარმატებას იმ წარმატებას გუშინ წინ თამაშობდა კაცი ეროვნულ ლიგას და გუშინ ითამაშა რეალის წინაღმდეგ 20 წლის ფეხბურთელისთვის ძალიან რთულია და ფსიქოლოგიურად უდიდესი წნეხია ეროვნული ლიგიდან უცებ მოხვდე ევროპის საფეხბურთო ელიტაში და თან მითუმეტეს მეკარე გიორგი ნამდვილად ნიჭიერია ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს გარდა ლალიგის მატჩებისა ის აგვისტოს ამხანაგურებიდან დაწყებული მიდვივად დგას უკვე ვალენსისიას პირველი გუნდის კარში ეს არ არის პატარა მიჰწევა ეს უდიდესი წარმატება როდესაც მიდიხარ მე 3 მეკარეთ გუნდში და ხდები უცებ პირველი მეკარე და თამაშობ ლალიგაში ეს ტრიუმფია ნებისმიერი ქართველი მეკარისთვის და ზოგადად მამარდაშვილმა შეძლო ის რაც ვერ შეძლო მინიმუმ 10 წელია ვერცერთმა ქართველმა მოხვდა ტოპ ჩემპიონატების მოწინავე ლიგაში და ითამაშა ამდენი მატჩი გადაბმულად მე ვუსურვებ გიორგის წარმატებას დღევანდელმა მატჩმა მასზე არ უნდა იმოქმედოს ნეგატიურად პირიქით საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლოს და გაანალიზოს და გაიაზროს ყველაფერი და მე დარწმუნებული ვარ რომ თუ გიორგი მოინდომებს და ჩადებს ყველაფერს და შრომას არ დაკლებს ის აუცილებლად გახდება ვალენსიას პირველი მეკარე.
ზურა
23 სექტემბერი 2021 01:15
2
ვამბობდი არა ეს ბიჭი ის რისი იმედიც გაქვთ თქვა, მარა არ გჯერავთ. მეც მინდა იყოს, მარა ტანის მეტი სხვა არაფერი მიუცია ღმერთს,. არც სისწრაფე, არც დროული გამოსვლა, არც ნახტომი, ან პოზიციის შერცევა.
გახსოვთ დასაევი? ის იმიტომ იყო მაგარი მეკარე, რომ გრძნობდა სად დაარტყავდნენ ბურთს და ნახტომიც არ ჭირდებოდა, ზუსტად იქ დახვდებოდა ხოლმე, ამ ბიჭს არცერთი მეკარისათვის საჭირო ნიჭი არ აქვს.
სწორედ დაწერა აქ ერთმა, გამოცვლიან და აწი ჩვენც დავისვენებთო.. ეგრეა. სამწუხაროდ ეგრეა,
სანიოლს რომ დაენახა ამ ბიჭში მეკარე, მოხუც ლორიას არ დააყენებდა კარში..
კ ო მ ბ ლ ე
23 სექტემბერი 2021 11:18
12
აწი კარებს არ გააკარებენ და ჩვენც დავისვენებთ.
xuta
23 სექტემბერი 2021 08:43
10
რა საცოდავ დღეში ვართ, აქაც ფიასკო
სიმართლე
23 სექტემბერი 2021 04:18
24
ნაკრებში თამაშის შემდეგ დაკომპლექსდა, არა და ძაან ნიჭიერი ბიჭია, წარმატებები და მეტი თავდაჯერებულება...



თემური
23 სექტემბერი 2021 01:47
3
სანამ კიდევ დროა ჩააყენონ კარში მეკარე თორემ კი ვიხილავთ ვალენსიას ჭ კლასში დაქვეითებულს ისე ფეხბურთშიც იგივე წესები რომ იყოს რაც ფუტზალში ცოტა შეღავათი ექნებოდა გუნდს მეკარის შეცვლა შეტევის დროს ყველა დარტყმა ვალენსიის კარისკენ მაინც გოლია
გია
23 სექტემბერი 2021 09:15
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული