არადამაჯერებელი "ვალენსია" და მამარდაშვილი და მარცხი სევილიაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-6 ტურში „ვალენსია“ სტუმრად 1:3 დამარცხდა „სევილიასთან“.

მატჩი სტუმართათვის საშინლად დაიწყო, უკვე 22-ე წუთზე 0:3-ს აგებდნენ, მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი დამაჯერებელი ვერ იყო, განსაკუთრებით მეორე გოლის გაშვებისას. თუმცა, შესვენებამდე დურომ დიეგო კარლოსისგან რიკოშეტით ანგარიში შეამცირა. მეორე ტაიმში მასპინძლები თამაშის გამწვავებას მოერიდნენ, ტემპი დააგდეს და მატჩი მშვიდად მიიყვანეს ლოგიკურ დასასრულამდე.

რა თქმა უნდა, გიორგი საუკეთესოდ ვერ გაისარჯა, მაგრამ ვერც მისმა თანაგუნდელებმა ივარგეს (მეტადრე მცველებმა) და ყველაფრის ქართველისთვის გადაბრალება მართებული არ იქნება.

„ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 10 ქულით ჯერჯერობით
მე-4 ადგილზეა, 25 სექტემბერს „ბილბაოს“ უმასპინძლებს და იმედია, მწვრთნელი ბორდალასი მამარდაშვილს კვლავ გამოუცხადებს ნდობას.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ვალენსია 3:1
გოლები: 1:0 გომესი (3), 2:0 ლატო (15, საკ. კარში), 3:0 რაფა მირი (22), 3:1 დურო (31)

მკითხველის კომენტარები / 29 /
უარყოფითი: რბილია, ფეთქებადი რეაქცია არ უვარგა, ხტობადობა არა საკმარისი აქვს, გამოსვლებზე თვითდარწმუნებული ვერ არის, ცოტა მძიმეც არის, ნუ ყოველშემთხვევაში მის ტანს, ამ ეტაპზე სათანადოთ ვერ ფლობს.

დადებითი: ტანი მეკარისი აქვს, დინჯია, თამაშს კითხულობს და ადგილის შერჩევაც ეხერხება, ახალგაზრდაა(მეკარეები დიდ დონეზე 24 წლიდან იწყებენ თამაშს, 28 წლიდან კი კულმინაციას უახლოვდებიან, იმედია წინსვლას გააგრძელებს, თუ რა თქმა უნდა, მისი ასე ნაადრევად, არა მზად მყოფ მდგომარეობაში, ესპანეთის პირველობაზე მონაწილეობით, ხასიათი თუ არ გაუფუჭდა და არ დაჯაბანდა)

ასეთ ახალგაზრდულ, ადრეულ ასაკში, ქართველ მეკარეებს შორის გამოირჩეოდა თბილისის "დინამო"ს მეკარე თამაზ სტეფანია(20 წლის იყო დინამოს ძირითადში წარმატებულად დაიმკვიდრა ადგილი, 22 წლისა კი ავტოკატასტროფაში დაიღუპა). მამარდაშვილს, ჯვარი სწერია, თავისი მონაცემებით და თამაშით, სტეფანიასთან ახლოს ვერ მივა.
აი სიმართლე!..
14:02 23-09-2021
7
საცოდაობაა უკვე მამარდაშვილის თამაშზე ყურება, ნუ თუ ნეიტრალური გულშემატკივარი ხარ კარგად იხალისებ მამარდაშვილის თამაშზე. კარის ხაზს რო ტოვებს მეკარეს კარები ასე ეკარგებოდეს მამარდაშვილის გარდა სხვა მეკარე არ მინახია, ჩაწოდებული ბურთის ტრაექტორია ასე ვერ გამოიცნოს სხვა მეკარე არ მინახია, ნუ ფაქტია რომ არ არის იმ დონის სადაც გამართლების და იღბლის გამო მოხვდა, გამართლებით ფონს დიდხანს ვერ გახვალ თუ ცოდნაც არ გაქვს, მამარდაშვილს კი ჯერჯერობით მხოლოთ იღბალი აღმოაჩნდა და ცოდნა არა. ასე რომ არაფერი განსაკუთრებული მასში ჯერ ჯერობით არაა, ის რომ რამდენიმე მატჩი ვალენსიას ძირითადში ჩაატარა საერთოდ არაფერს ნიშნავს, ეგრე ჰოლანდიელი დრენტე რეალში თამაშობდა რამდენიმე ხანი და მერე რუსეთის მეორე ლიგის ალანიაში აღმოჩნდა.
dinamo
13:46 23-09-2021
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული