ზურიკომ სეზონში მეორე გოლი გაიტანა

AutoSharing Option
რუსეთის თასზე "არსენალმა" ბრიანსკში 6:1 გაანადგურა ქვედალიგური "დინამო".

ტულელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა და გოლიც გაიტანა - მან მეტოქის კარი 58-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში 5:1 გახდა. ეს მიმდინარე სეზონში დავითაშვილის მეორე გოლია.

"არსენალი" რუსეთის პრემიერლიგაში 8 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-13 ადგილზეა და 27 სექტემბერს ეკატერინბურგში "ურალს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ზურიკოსაგან კიდევ მეტს ველით და გვინდა.შორიდანვე "მატაობით" სიარული არ უნდა,რადგან კართან მისულს ძალა ხშირად აღარ ჰყოფნის, ძლიერი და ზუსტი დარტყმისათვის.დრიბლინგი,კარის სიახლოვეს სჯობია,როცა წესების დარღვევა,სახიფათო ჯარიმით დამთავრდება.საჯარიმოდან შორს კი,შემოგარტყავენ და არც არაფრისა ეშინიათ,ტყუილად ამტვრევინებენ თავს, ესეც და ხვიჩაც.ამიტომ არის,რომ ტრავმების მკურნალობას ვეღარ აუდიან ერთიც და მეორეც.
სოსო
02:04 23-09-2021
2
ბრიანსკის დინამოს გაუტანა თურმე, ეს რა უქნია კაცო, აიტ მალადეც. ეჰ, საცოდავო ჩვენო თავო, ბრიანსკში ბურთი რო მრგვალია გუშინ გაიგეს და მათთან გატანილ გოლს რომ წარმატებად აღიქვამთ ეგაა უბედურება. ეგ თქვენი ზურიკო რისი გამკეთებელიცაა ნაკრების თამაშებზე ნახეთ მგონი და კიდევ რისი იმედი გაქვთ, რომ ზურიკო ერთ მშვნიერ დღეს გაიღვიძებს და დაგლიჯავს ყველაფერს?
დათო
10:12 23-09-2021
14

სიახლეები პოპულარული