ზურიკომ სეზონში მეორე გოლი გაიტანა

AutoSharing Option
რუსეთის თასზე "არსენალმა" ბრიანსკში 6:1 გაანადგურა ქვედალიგური "დინამო".

ტულელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა და გოლიც გაიტანა - მან მეტოქის კარი 58-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში 5:1 გახდა. ეს მიმდინარე სეზონში დავითაშვილის მეორე გოლია.

"არსენალი" რუსეთის პრემიერლიგაში 8 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-13 ადგილზეა და 27 სექტემბერს ეკატერინბურგში "ურალს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ზურიკოსაგან კიდევ მეტს ველით და გვინდა.შორიდანვე "მატაობით" სიარული არ უნდა,რადგან კართან მისულს ძალა ხშირად აღარ ჰყოფნის, ძლიერი და ზუსტი დარტყმისათვის.დრიბლინგი,კარის სიახლოვეს სჯობია,როცა წესების დარღვევა,სახიფათო ჯარიმით დამთავრდება.საჯარიმოდან შორს კი,შემოგარტყავენ და არც არაფრისა ეშინიათ,ტყუილად ამტვრევინებენ თავს, ესეც და ხვიჩაც.ამიტომ არის,რომ ტრავმების მკურნალობას ვეღარ აუდიან ერთიც და მეორეც.
სოსო
23 სექტემბერი 2021 02:04
2
ბრიანსკის დინამოს გაუტანა თურმე, ეს რა უქნია კაცო, აიტ მალადეც. ეჰ, საცოდავო ჩვენო თავო, ბრიანსკში ბურთი რო მრგვალია გუშინ გაიგეს და მათთან გატანილ გოლს რომ წარმატებად აღიქვამთ ეგაა უბედურება. ეგ თქვენი ზურიკო რისი გამკეთებელიცაა ნაკრების თამაშებზე ნახეთ მგონი და კიდევ რისი იმედი გაქვთ, რომ ზურიკო ერთ მშვნიერ დღეს გაიღვიძებს და დაგლიჯავს ყველაფერს?
დათო
23 სექტემბერი 2021 10:12
14
ბატონო დათო ამ გუნდთან რომ ვერ გაეტანაა იტყოდით ამასაც ვერ გაუტანაო, გაიტანა და ამასთან თუ გაიტანა დიდი ამბავიო ბატონო დათო უყურეე ზურიკოს თამაშებს , მართალია წინა სეზონში ფორმაში არ იყო მაგრამ ახლა ამას ნამდბილად ვერ ვიტყვით. რაც შეეხება ნაკრებს ვინ ითამაშა სასწაულად მითხარით , და ზურიკოს ბრძოლისუნარიანობას და მონდომებაზ თუ ვერ ხედავდით მაშინ ეგ თქვენი პრობლემაა და არაა იმ ხალხის ვიც ზურიკოში პოტენციალს ვხედავთ.
საბა
23 სექტემბერი 2021 12:20
0
საბას და სოსოს: მეგობრებო, გასაგებია რასაც ამბობთ, ბატონო სოსო, კარგი დედა გყოლიათ, აცხონოს უფალმა, ეგეთ მასწავლებელს იშვიათად ნახავს კაცი, მაგრამ თქვენ რაც მოყევით ცოტა სხვა თემაა, კიბატონო, გოლის გამტანი უნდა შეაქო და სტიმული მისცე, მაგრამ სხვანაირად ნუ გამიგებთ და ზურიკოს არ ეტყობა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს. დღევანდელ საფეხბურთო ეპოქაში 20 წლის ფეხბურთელი უკვე მთლიანად ჩამოყალიბებული და მდგრადი ფეხბურთელი უნდა იყოს, ჩვენ კიდევ კაცი დაბერდება და მაინც პერსპექტიულ ფეხბურთელს ვუძახით(ჯანოს მაგალითი სახეზეა). არც იმას ვამბობ ბატონო საბა, რომ ზურიკოზე უკეთესად რომ ვინმემ ითამაშა ნაკრებში, არც მონდომებას ვუკარგავ, მაგრამ კარგ ფეხბურთელს მეტი მოეთხოვება და უკეთესიც უნდა იყვეს. თუ თქვენ ბატონებო ეგღა მოგწონთ, რომ ზურიკო სხვა ჩვენს "ბედოვლათ" ვაი-ფეხბურთელებს ჯობია, კიბატონო, აგერაა და გყავდეთ, მაგრამ ბატონო საბა და სოსო, განა ეს ჩვენთვის, საქართვთველოს ნაკრების წარმატებისთვის საკმარისია?
დათო
23 სექტემბერი 2021 12:58
1
ყველა გამოხმაურება
დრიბლინგი რომ კარის სიახლოვეს უნდა გააკეთო და არა მოედნის ცენტრში, სწორედ ეს ვერ გაიგო ხვიჩამ და ამტვრევენ ამ არაფრისმომცემი დრიბლინგაბისთვის.
ჰავლაბრელი ტიღუა
23 სექტემბერი 2021 22:18
0
არ ვეთანხმები იმათ მოსაზრებას ვინც ფიქრობს, რომ დრიბლინგი ცენტრში არ ვარგა და მხოლოდ საჯარიმოსთან ახლოს შეიძლება. დრიბლინგი და მატაობა უნდა ჰქნა მოედანზე იქ, სადაც ამ მომენტში საჭიროა. მაგრამ ფეხბურთის ვარსკვლავად რომ გადაიქცე, კარგი დრიბლინგის გარდა, კიდევ გჭირდება სხვა კომპონენტებიც:
1. მოედნის ხედვა;
2. რბილი და თან ზუსტი პასი;
3. შორი დარტყმები, ზუსტი რა თქმა უნდა;
4. სტანდარტების და პენალტების უბადლო შესრულება...
აი ვიდეო სახელმძღვანელო, ჩვენს ნორჩ დრიბლიორებს და მომავალში იმედია სუპერვარსვლავებს, როგორი უნდა იყო თანამედროვე ფეხბურთელი:

https://m.youtube.com/watch?v=10F3pKmzWd8
Mazzola
24 სექტემბერი 2021 09:37
0

სიახლეები პოპულარული