"ვალენსიას" თავკაცი ბავშვურ შეცდომებზე საუბრობს და მეკარეების როტაციაზეც ჰკითხეს

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" "სანჩეს პისხუანზე" მძიმე მარცხი (1:3) განიცადა და ეს არა იმდენად საბოლოო ანგარიშში, არამედ თამაშის ხარისხსა და გაშვებულ გოლებში აისახა.

"სევილიასთან" მატჩის შემდეგ "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ისაუბრა:

"მარცხი გაუგებარმა და ბავშვურმა შეცდომება გამოიწვია. რომლის ანალოგსაც პროფესიულ ფეხბურთში იშვიათად ნახავთ.

საწყის 20 წუთში ასეთი ცუდი თამაში, თანაც, "სევილიას" წინააღმდეგ, დაუშვებელია! მათ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გაგვიტანეს, მესამე  გოლი კი საერთოდ სასაცილო იყო.

მეკარეების როტაცია? - ახლა მთავარი ძალების აღდგენა, გაანალიზება და მომდევნო დაპირისპირებაზე ფიქრია. მათ იციან, რომ ასე
თამაში არ შეიძლება."

ზედიზედ ორი მარცხით ნირწამხდარი "ვალენსია" შაბათს, 25 სექტემბერს "ბილბაოს" უმასპინძლებს, რომელიც "რაიო ვალეკანოსთან" საკუთარ მოედანზე (1:2) დამარცხდა.

altარადამაჯერებელი "ვალენსია" და მამარდაშვილი და მარცხი სევილიაში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
როგორი მწვრთნელია არ ვიცი მაგრამ ფსიქოლოგიაში რომ არ ეშლება ფაქტია. შეიაძლება კიდეც შეცვალოს მეკარე შემდეგ თამაშზე მაგრამ ეს არ თქვა პრესკონფერენციაზე. ზოგადად ისაუბრა ყველაზე. ზოგიერთი მწვრთნელი, მათ შორის ქართველიც, ისარს გადაიტანსა პირდაპირ და თავს გაიმართლებდა. ჯერ კიდევ რეალთან თამაშის მერე რომ დასვა სკამზე, მივხვდი არ ეშლებოდა ფსიქოლოგიაში და ზემოდან არ დაუმატა კიდევ მამარდაშვილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც მძიმე წუთებში მწვრთნელი დამატებით წნეხს არ გიკეთებს.

ვფიქრობ გიორგის ნებისმიერ შემთხვევაში ჭირდება გადატვირთვა და დამშვიდება. ალბათ სილესენსაც მისცემს შანსს ამ თამაშის შემდეგ. შთაბეჭდილება მრჩება რომ ნაკრებიდან უკან დათრგუნული ჩავიდა და თავდაჯერება მოაკლდა.

თუ შევცდები და ისევ ანდობა კარს შემდეგ თამაშშიც მაგას რა ჯობია.
ძლიერი ფსიქოლოგია
11:12 23-09-2021
1
აი რას ნიშნავს დიდ გუნდში თამაში პროპესიონალი მწვრთნელი, ძალიან გაუმართლა გიოს და მჯერა დაუფასებს ბორდალას ამ პროფესიონალურ მიდგომას, იცის ადამიანმა 20 წლის მეკარისთვის სამომავლოდ რა მოუტანს ზიანს მან რომ ცუდათ მოექცეს, ასეთ გუნდებში რომ მომხდარიყო ჩაკვე კვარა და სხვა ტალანტები დღეს სხვა ნაკრები გვეყოლებოდა, თუნდაც მწვრთნელები შეხვედროდათ ასეთი გუნდზე რომ არაფერო ვთქვათ, მაგარი კაცია და მაგარი საქმე გაგვიკეთა გიოსაც და ჩვენ ბორდალასმა, რომ პრესას არ აყვადა არ განადგურა გიო, უკეთესადაც ითამაშებს დარწმუნებული ვარ
აჩი***
11:38 23-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული