ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ვალენსიას" თავკაცი ბავშვურ შეცდომებზე საუბრობს და მეკარეების როტაციაზეც ჰკითხეს

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" "სანჩეს პისხუანზე" მძიმე მარცხი (1:3) განიცადა და ეს არა იმდენად საბოლოო ანგარიშში, არამედ თამაშის ხარისხსა და გაშვებულ გოლებში აისახა.

"სევილიასთან" მატჩის შემდეგ "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ისაუბრა:

"მარცხი გაუგებარმა და ბავშვურმა შეცდომება გამოიწვია. რომლის ანალოგსაც პროფესიულ ფეხბურთში იშვიათად ნახავთ.

საწყის 20 წუთში ასეთი ცუდი თამაში, თანაც, "სევილიას" წინააღმდეგ, დაუშვებელია! მათ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გაგვიტანეს, მესამე  გოლი კი საერთოდ სასაცილო იყო.

მეკარეების როტაცია? - ახლა მთავარი ძალების აღდგენა, გაანალიზება და მომდევნო დაპირისპირებაზე ფიქრია. მათ იციან, რომ ასე
თამაში არ შეიძლება."

ზედიზედ ორი მარცხით ნირწამხდარი "ვალენსია" შაბათს, 25 სექტემბერს "ბილბაოს" უმასპინძლებს, რომელიც "რაიო ვალეკანოსთან" საკუთარ მოედანზე (1:2) დამარცხდა.

altარადამაჯერებელი "ვალენსია" და მამარდაშვილი და მარცხი სევილიაში [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ