"Mamma Mia" - სულელური გოლი ესპანეთის ჩემპიონატში - გამოხმაურებები მამარდაშვილის ირგვლივ

AutoSharing Option
"სევილია"-"ვალენიას" (3:1) მატჩს ესპანურ მედიაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Marca:

"მამარდაშვილის მონუმენტური შეცდომით სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული გოლი მივიღეთ - "ვალენსიას" კიპერმა "სევილიას" მე-2 ბურთი მას შემდეგ აჩუქა, რაც ის მცველ ლოტოს მოხვდა. მისი ქრონოლოგია ასეთი იყო:

1. ჩაწოდებული ბურთი მცველს ზურგზე ხვდება;

2. ბურთი მიმართულებას იცვლის და მეკარის საჯარიმოსკენ ეშვება;

3. მამარდაშვილი არადამაჯერებელია;

4. ბურთი ქართველ მეკარეს თავზე გადაახტა და ბადეში აღმოჩნდა."


Sportall.Ge

AS:

"თუკი გიორგის ლა ლიგის პირველი ტური არასდროს უნდა დაავიწყდეს, "სანჩეს პისხუანზე" გამართული შეხვედრა თავიდან მალე უნდა ამოიგდოს. მეკარეს სამივე
გოლის ეპიზოდში იღბალმა ზურგი აქცია - ჯერ ცენტრში დარჩა, მეორე გოლისას სერიოზული შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი კარიდან ნახევრად გამოვიდა და ბურთი თავზე გადაუგდეს. თითქოს ორი გაშვებული გოლი მისი ბრალი არ იყო, თუმცა მაინც შეეძლო, სხვაგვარად ემოქმედა.

მამარდაშვილმა მეორე ტაიმში ორი კარგი დარტყმა მოიგერია - რაფა მირისა და ენ-ნესირის."

Moviesonline -
ი - "Mamma Mia" - სულელური გოლი ესპანეთის ჩემპიონატში" - სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს, სადაც წერია:

"ლოპეტეგის გუნდმა შეხვედრა მშვენივრად დაიწყო. სევილიელებმა მეტოქის მარცხენა  ფლანგზე სისუსტე იპოვეს და ის გონსალო მონტიელმა (24 წლის არგენტინელი მარჯვენა მცველი) აიკლო. 

შეხვედრის მეორე გოლი აბსურდული გამოდგა. რა თქმა უნდა, ამაში მთავარი დამნაშავე "ღამურების" მარცხენა მცველი იყო, მაგრამ მამარდაშვილიც ძალიან გაუგებრად მოიქცა - ორი ნაბიჯი წინ გადადგა და ლატოს ბურთის თავზე გადაგდების უფლება მისცა."

Sportall.Ge

Sofascore-მა  "ვალენსიას" მხრიდან ყველაზე დაბალი შეფასება გიორგი მამარდაშვილსა და ავტოგოლის გამტანს, 23 წლის ტონი ლატოს დაუწერა - 5.9, საუკეთესო კი 21 წლის ნახევარმცველი ჰუგო დურო იყო - 6.9.

შაბათს, 25 სექტემბერს (18:15 სთ), "მესტალიაზე" "ვალენსია"-"ბილბაო" გაიმართება.

alt"ვალენსიას" თავკაცი ბავშვურ შეცდომებზე საუბრობს და მეკარეების როტაციაზეც ჰკითხეს

altარადამაჯერებელი "ვალენსია" და მამარდაშვილი და მარცხი სევილიაში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვიცი ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ჩემი აზრით ბულგარეთთან გაშვებულმა 4 ბბურთმა თავდაჯერებულობა დაუკარგა გიორგის, აშკარად ნერვიულობდა ბოლო ორ შეხვედრაში ეს კი თავის მხრივ შეცდომებს იწვევს
ალეკო
23 სექტემბერი 2021 16:05
3
ძალიან მაგარ პრესშია რააა.// მაგარამ ასეთია სპორტი!!! არ მინდა კრიტიკული ვიყო მაგრამ, ამჯერად დათვური სამუშაო გამომივა რომ ვთქვა არაფერი ბრალი იყო გიორგისი თქო!! ორი გოლი მინიმუმ მაგის ბრალი იყო!! გამოფხიზლიდი ეხლა ! მორჩა სიზმარი!! გუშინწინ რეალს ეთამაშა გუშინ სევილიას და ვეღარ მოვიდა აზრზე!! ხო ხედავ რო ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ რელაშიც და სევილიაშიც, გადააგორე ეხლა ეგეც და მორჩი ამ პანიკას!! შეცდომებზე სწავლობს ყველა და ყურების ჩამოყრის დროს ნამდვილად არაა! ამხელა სკოლა გაიარე ამ 6 თამაშში, შენი ასაკის ზოგი მეკარე რომ ვერც კი იოცნებებდა და შენ მანდ ხარ უკვე!!! ასე რომ მორჩა ტირილის და ვაი-უის დრო! გადი და დაამტკიცე რა შეგიძლია თორე მოგიწევს სამტრედიაში ან დინამოში უკან , გამხმარ ბალახზე ხტუნაობა!!
Vasili
23 სექტემბერი 2021 14:04
0
გეთანხმებით და აქ მთავარი ისააკიდევ რომ მხარიდ ავუიროთ და გავამხნევოთ,ამას დიდი მნიშვნელობა და სტიმული აქვს.მთავარია მობილიზდეს და დალაგდეს.ხოდა გიორგი მოიკრიბე ძალები,გააკეთე ის რაც ყველაზე კარგად გამოგდის და რისთვისაც დაგადგეს თვალი.შენ ეს შეგჰიძლია და უნ დაუჯერებ ბოროტ ენებს.უბრალოდ მუშავე იშრომე იბრძოლე მთელი სენი არსით და დამიჯერე შედეგს იმაზე მეტს მიირებ ვიდრე შენ და ჩვენ ყველანი ერტად აარებულნი ველით.
გეგი
23 სექტემბერი 2021 15:46
0
რაც მაგას ქება და დიდება ჰქონდა მედიასა თუ ინტერნეტ სივრცეში, მეტი გამხნევება რაღა იქნება.)))
გეგი-ს
23 სექტემბერი 2021 19:41
0
სულელურ გოლს ნებისმიერი დონის მეკარე უშვებს ადრე თუ გვიან.... ჩემი სუბიექტური აზრით, მაინც ადრე უნდა სჯობდეს, თუნდაც იმიტომ, რომ დასავიწყებლად მეკარესაც მეტი დრო რჩება და მაყურებელსაც....
ვოოტ
23 სექტემბერი 2021 14:29
5
შეცდომები, რომ დაუშვა ფაქტია, მარა უიღბლობაც, რომ იყო ესეც ფაქტია.
jjj
23 სექტემბერი 2021 14:10
4
კარგი აგენტი ყოლია ვალენსიაში რომ მოახვედრა. დანარჩენი უკვე მასზეა დამოკიდებული. ამდენი შეცდომები აღარ უნდა დაუშვას. შეცდომებს მაგარი მეკარეებიც უშვებენ, მაგრამ ისინი უკვე აღიარებულები არიან.
gio
23 სექტემბერი 2021 15:52
0
არსაიდან უძლიერეს ლიგაში მოხვედრილი მამარდა სამწუხაროდ ანიავებს უნიკალურ შანს.
დაT
23 სექტემბერი 2021 15:33
8
მე გიორგის იმას ვეტყოდი, რომ ასეთ დროს უმეტესობა ადამიანი მეკარის მხარესაა. მოწინააღმდეგე გუნდის ფანებიც კი, თუ ჩანს რომ ნერვიულობის და რაღაც კურიოზის გამო გადის გოლი. ასე რომ მგონია შანსი კიდევ იქნება, თუ ამ მატჩში არა, შემდეგში და უკვე დროა რომ ნელ-ნელა დაიკიდოს ფეხებზე ეს ავტორიტეტები და სახელები. უნიკალური რეაქციების და ნახტომების შესაძლებლობები აქვს, მაღალია, ძალიან კარგად თამაშობს ფეხით, გრძნობს ტემპს, ალაგებს და აჩქარებს თამაშს, ყველაფერი აქვს მგონი მეკარისთვის - გამოსვლებზე თავდაჯერებულობის გარდა და ეს მარტო გამოცდილების კი არა ნებელობის ამბავიც მგონია. ყოყმანი არ არის საჭირო, თუ გრძნობ რომ გამოსვლის დროა, ნაგლად და გაბედულად უნდა გამოხვიდე. მეტი სითამამე , დაიკიდე ლა ლიგაში ხარ თუ გორის დილას წინ. წარმატებები გიორგი
გადასარევი გიორგი
24 სექტემბერი 2021 01:51
2
ბევრ ცნობილ მეკარეს გაუშვია ასაღები ბურთები, მაგრამ მეკარეს ან თუნდაც მცველს როცა თავზე ბურთი ახტება აქ უკვე ჩანს რომ სიტუაციას ვერ კითხულობს ანუ გათვლა არა აქვს რა მანძილი გაქვს ბურთამდე დასაფარი და რა სიჩქარით გმართებს მოძრაობა ბურთისკენ, ამას ვერც ერთი მწვრთნელი ვერ გასწავლის, ამას უნდა გრძნობდე და მყისიერად რეაგირებდე, დასანანია რომ ასეთი შეცდომები დაუშვა, წარმომიდგენია ეხლა მის გულში რა ხდება, მთავარია ეხლა ფსიქოლოგიურად არ დაეცეს და გააგრძელოს ვარჯიში
მამუკა
24 სექტემბერი 2021 00:04
0
გამოცდილება დიდი ძალაა და ადამიანს მხოლოდ მაშინ აძლიერებს,თუ თან მის სწორ ანალიზს აკეთებ.ტყუილად არ უთქვამთ,ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს,სულელი კი,საკუთარზეც ვერაო.გიორგიმ დროის მცირე მონაკვეთში,აღზევებაც გამოსცადა და დაცემაც.თუნდაც სილესენი დააყენონ ძირითადში,მან უკვე დაამტკიცა,რომ დიდი პოტენციალი აქვს და თამაში შეუძლია,თანაც დრო ექნება,შეცდომები გაიაზროს და რაც ნაკლოვანებები აქვს,გამოასწოროს.მაშინ მომდევნო დაბრუნება,გაცილებით უფრო უკეთესი და ხანგრძლივი აღმოჩნდება.თუ ისევ მას ენდნენ,მაშინ თავის თავში უნდა იპოვოს ძალა,დაივიწყოს შეცდომები და გაორმაგებული კონცენტრაციით ითამაშოს.თვითონვე ამბობდა ხოლმე,კონცენტრაციას ხშირად ვკარგავო და აქაც შეინიშნებოდა ეს ნაკლი,გადაწყვეტილების სწრაფად ვერ მიღებასთან ერთად.ერთი სიტყვით, ვალენსიამ ჯერ სამოთხე მოგატარა,შემდეგ ჯოჯოხეთშიც ჩაგახედა და ახლა შენზეა,საით ეცდები წასვლას.დარწმუნებული ვარ,ყველაფერი კარგად იქნება.შენი ადგილი,ძირითადშია გიო!შესაძლოა ხვალე არ გენდონ,მაგრამ ძალიან მალე დაიკავებ.
სოსო
24 სექტემბერი 2021 14:41
0
ყველაფერი ნაკრების ბრალია, ამ ბედოვლათებმა ბიჭს თავდაჯერებულობა დააკარგვინეს.
გიორგი
23 სექტემბერი 2021 22:03
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული