მთელი ყურადღება ჩაკვეტაძისკენ - ქართველის გუნდს რთული დაპირისპირება ელოდება

AutoSharing Option
დღეს, 23 სექტემბერს, ქართველი გულშემატკივრების ყურადღება მხოლოდ ერთი ლეგიონერისკენაა მიმართული. ბელგიის ჩემპიონატში გადადებული შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგ ყველა გუნდს თანაბარი რაოდენობის მატჩები (8) ექნება ჩატარებული. "ანდერლეხტი" გიორგი ჩაკვეტაძის "გენტს" მასპინძლობს.

"კოტრაიკთან" წაგებულ (0:1) შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცველმა დასკვნითი ნახევარი საათი იასპარეზა და საკმაოდ აქტიურიც იყო (მისი თამაში 7.1-ით შეაფასეს). ეს კი იმედს გვაძლევს, რომ დღევანდელ დაპირისპირებაში მეტად დატვირთავენ.

22 წლის ფეხბურთელმა 90 წუთი ბოლოს 26 ივლისს, "ფეიენოორდთან" ამხანაგურ მატჩში (1:1) ითამაშა, ამის შემდეგ კი ყველაზე მეტი დრო ვილი სანიოლმა გამოუყო -
58 წუთი ბულგარეთში წაგებულ (1:4) შეხვედრაში.

"ანდერლეხტში" ძალიან საინტერესო მოთამაშე გამოდის და შედეგიანადაც - "ბაიერნის" 20 წლის ნიდერლანდელი შემტევი ჯოშუა ზირკე იჯარით ჯერ "პარმაში" იყო, ახლა კი ბელგიურ კლუბს მიაშურა, სადაც უკვე 3 გოლისა და 1 საგოლე პასის ავტორია.

Sportall.Ge

"გენტის" დღევანდელ მეტოქეს საკუთარ მოედანზე ყოველთვის ბევრი გააქვს - "მეჰელენს" - 7 (7:2), არმენის "ვიტესს" კი 3 გოლი (3:3) გაუტანა.

ჩაკვეტაძის გუნდს კი სტუმრად თამაში უჭირს - ბელგიის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ ყველა (3) გასვლით შეხვედრაში დამარცხდა.

"ანდერლეხტი" 13 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, "გენტს" კი 21 შესაძლებლობიდან მესამედი (7) აქვს მოპოვებული და მე-16 პოზიციაზეა.

შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

altშეცვლაზე შესულმა ჩაკვეტაძემ "გენტი" მარცხისგან ვერ იხსნა

altჩაკვეტაძე თავის შანსსა და მეტ ნდობას ელის!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული