ცვლილებების დროც დადგა - marca მამარდაშვილზე ისევ წერს

AutoSharing Option
"ვალენსიას" ზედიზედ ორმა მარცხმა და გიორგი მამარდაშვილის ნაკლებად დამაჯერებელმა თამაშმა marca იასპერ სილესენის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებაზე უფრო თამამად აალაპარაკა:

"მამარდაშვილის შეცდომები სილესენს გზას უხსნის. უკანასკნელ 2 შეხვედრაში ქართველი კიპერის უიღბლო თამაში ნიდერლანდელი კონკურენტის დაბრუნების შანსებს ზრდის.

სეზონის დასაწყისში გიორგი დიდი სენსაცია იყო. პირველი ხარვეზი მას "ოსასუნასთან" შეხვედრაში ჰქონდა, თუმცა ეს VAR-მა გამოასწორა. ამას მოჰყვა შეცდომა "რეალთან" და ბენზემას გოლი.

ამის მიუხედავად, ბორდლასანმა მამარდაშვილი "სევილიას" წინააღმდეგაც ათამაშა, თუმცა  გიორგის ამ საღამოს დავიწყება მოუწევს.

Sportall.Ge

ქართველ კიპერს ყველა ეპიზოდში, როცა მისი კარი აიღეს, მეტის გაკეთება შეეძლო. მეორე და მესამე გოლის დროს დაშვებული შეცდომები გროტესკული და ბავშვური იყო.

სილესენი
გამოჯანმრთელდა და ცვლილებების დროც დადგა..."

alt"Mamma Mia" - სულელური გოლი ესპანეთის ჩემპიონატში - გამოხმაურებები მამარდაშვილის ირგვლივ

alt"ვალენსიას" თავკაცი ბავშვურ შეცდომებზე საუბრობს და მეკარეების როტაციაზეც ჰკითხეს

altარადამაჯერებელი "ვალენსია" და მამარდაშვილი და მარცხი სევილიაში [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 3 /
მამარდაშვილი ძალიან კარგი ბიჭია. სულ მალე ისწავლის, როგორ გამოიყენოს საკუთარი არაჩვეულებრივი მონაცემები. გვეყოლება გენიალური მეკარე.
სილესენი, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად უარყოფით გავლენას ახდენს. ამდენი "ბავშვური" შეცდომა შემთხვევითი არ არის.
ქ. გ.
13:50 24-09-2021
1
ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებში ბულგარეთთან თამაშში დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო. აქ უფრო ტექნიკური ხარვეზი ჯი არა, ის მორალური წნეხი უფრო მოქმედებს - დიდი ყურადღება მის მიმართ, ესპანური სტადიონების უჩვეულო ატმოსფერო, უცხო გარემოში ადაპტაცია და ის ავად სახსენებელი ამხანაგური მატჩი ბულგარელებთან. ასეთმა დემორალიზებულმა ნაკრებმა ცუდი სამსახური გაუწია.
მერაბი
15:42 24-09-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული