ჩაკვეტაძის 66 წუთი და "გენტის" ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ივლისის შემდეგ პირველად დააყენა "გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში (ოფიციალურ მატჩში ბოლოს 1 წლის წინ იყო სასტარტოში), თანაც ბრიუსელში "ანდერლეხტთან" ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-8 ტურის რთულ შეხვედრაში და თავის წარმოჩენის შანსი მისცა.

ჩაკვეტაძე აქტიური იყო, 28-ე წუთზე მეტოქე გუნდის მცველ მურილიოს ადვილად გასცდა და მეურვემ წესების დარღვევით შეაჩერა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო. 39-ე წუთზე სტუმრები კასტრო-მონტესმა დააწინაურა, 59-ეზე კი რაფაელოვმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

გიორგი 66-ე წუთზე თავდამსხმელმა ტისუდალიმ შეცვალა. ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე
ჩემპიონატზე მეოთხე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"გენტი" 8 ქულით მე-14 ადგილზეა და 26 სექტემბერს "სერკლ ბრიუგეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
უფრო სუსტ გუნდში თუ გადავაოოოო??? გენტზე სუსტი რაღა გინდა??? მაშინ უნდა დაბრუნდეს დინამოში და ეგაა! და გარანტიას ვინ მიცემს რო იქ სადაც წავა იქ არ ექნება ტრამვის მიღების პრობლემა? ჩვენთან მინდვრები არა და მიდის ჯაგა ფეხბურთი, დაახლოებით როგორც რუსეთის მეორე მესამე ლიგებში…
Vasili
24 სექტემბერი 2021 15:54
0
როგორ ითამაშა და ამ ეტაპისთვის ნორმალურად. მძიმედ დარბის, თან მომეჩვენა რომ როცა უბურთოდაა ბევრს არ გადაადგილდება, ზანტად აკეთებს ამ ყველაფერს. თითქოს ცოტა არათავდაჯერებულია, მაგრამ ამხელა ტრავმის მერე გასაგებია. აღიდგენს ფორმას ჩვენი ჩაკვე და აკრეფს მერე ნელნელა, მოკლედ დრო სჭირდება და ყველაფერი კარგად მიდის.
თემო
24 სექტემბერი 2021 10:46
1
ძლივს დაიწყო ჩაკვემ თამაში ასეთი უმძიმესი ტრამვების შემდეგ და როგორ ჩასაფრებულები ხართ,სხვა თამაშს უყურებდი?ძალიან კარგი თამაში ქონდა,წარმატებები გიო..
ვახი
24 სექტემბერი 2021 13:45
2
მომეჩვენა ფრთხილად თამაშობს, მგლები ჰყავს ირგვლივ და არაა გასაკვირი ,რომ ვერ ხვდება ძირითადში. უფრო სუსტ გუნდში თუ გადავა აჯობებს , მეტი დრო ექნება და რწმენასაც დაიბრუნებს
თამაზი
24 სექტემბერი 2021 09:25
15
ძალიან შორსაა ფორმისგან მძიმედ გადაადგილდებოდა
გიორგი
24 სექტემბერი 2021 09:21
2
წარმატებებს ვუსურვებ ჩაკვეს მისთვის ახლა მთავარია ხშირი სათამაშო პრაქტიკა რომ ნელ ნელა აღიდგინოს ფორმა კარგად მიდის ეს პროცესი და იმედი მაქვს რომ 1-2 თვეში გიორგი საბოლოდ დაიბრუნებს იმ ფორმას რა ფორმაშიც და კონდიციებშიც ის გვახსოვს ყველაფერი გიორგიზეა დამოკიდებული თუ ვარჯისშს შრომას და მონდომებას არ დააკლებს ყველაფერი მოვა.
გელა
24 სექტემბერი 2021 01:41
0
ჯერ შორსაა ფორმიდან რაც გასაკვირი არაა. მთავარი ისაა რომ ამ პირობებშიც ეტყობა რომ თავისი დონის დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია მთავარია ბევრი ითამაშოს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აღარ დაიტრამვოს. პირველ ტაიმში უკეთესი იყო, მერე დაღლა დაეტყო ფიზიკურადაც ჯერ ბოლომდე არ არის მზად.
არტ
24 სექტემბერი 2021 01:33
1
როგორ ითამაშა ვინმემ დაწერეთ გთხოვთ...
Emigranti
24 სექტემბერი 2021 01:22
0

სიახლეები პოპულარული