"მისი ყიდვა "მანჩესტერ სიტის" მაშინ სურდა..." - რუსი აგენტი ჯანოს არშემდგარ ტრანსფერს იხსენებს

AutoSharing Option
ცნობილმა აგენტმა ალან პრუდნიკოვმა Sport24-თან ინტერვიუში ჯანო ანანიძის კარიერა გაიხსენა. რუსმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ერთ დროს ქართველი ნახევარმცველით "მანჩესტერ სიტი" ინტერესდებოდა.

"ჯანოს 14 წლიდან ვაკვირდებოდი. ის არანორმალურად ნიჭიერი ბავშვი იყო. მისი ყიდვა "მანჩესტერ სიტის" მაშინ სურდა, როდესაც "სპარტაკში" საუკეთესო წლები ჰქონდა, მანამ, სანამ ტრავმები შეაწუხებდა. იმ პერიოდში მოსკოვური გუნდის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვას არ განიხილავდა".

შეგახსენებთ, ანანიძე "სპარტაკში" 2009-20 წლებში გამოდიოდა, ამ პერიოდის განმავლობაში "როსტოვსა" და "კრილიაში" იყო განათხოვრებული, 2021 წლის შედეგ კი 28 წლის ნახევარმცველი თბილისის "დინამოში" ირიცხება.

მომზადებულია Sport24-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 9 /
ინიესტას ჩანაცვლება უნდოდა თურმე ბარსელონას ანანიძით
ზაზა
10:34 25-09-2021
0
ძალიან კარგი იქნებოდა, სიმართლე ესაუბრა თავის თავზე, თორემ ყველა სხვა და სხვა ხმაზე მღერიან.
სიმართლე.
08:45 25-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული