"მისი ყიდვა "მანჩესტერ სიტის" მაშინ სურდა..." - რუსი აგენტი ჯანოს არშემდგარ ტრანსფერს იხსენებს

AutoSharing Option
ცნობილმა აგენტმა ალან პრუდნიკოვმა Sport24-თან ინტერვიუში ჯანო ანანიძის კარიერა გაიხსენა. რუსმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ერთ დროს ქართველი ნახევარმცველით "მანჩესტერ სიტი" ინტერესდებოდა.

"ჯანოს 14 წლიდან ვაკვირდებოდი. ის არანორმალურად ნიჭიერი ბავშვი იყო. მისი ყიდვა "მანჩესტერ სიტის" მაშინ სურდა, როდესაც "სპარტაკში" საუკეთესო წლები ჰქონდა, მანამ, სანამ ტრავმები შეაწუხებდა. იმ პერიოდში მოსკოვური გუნდის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვას არ განიხილავდა".

შეგახსენებთ, ანანიძე "სპარტაკში" 2009-20 წლებში გამოდიოდა, ამ პერიოდის განმავლობაში "როსტოვსა" და "კრილიაში" იყო განათხოვრებული, 2021 წლის შედეგ კი 28 წლის ნახევარმცველი თბილისის "დინამოში" ირიცხება.

მომზადებულია Sport24-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 9 /
რა სიტი? რის სიტი?, ისეთ ხელფასს უხდიდნენ, რომ არსად წამსვლელი არ იყო.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
16:29 24-09-2021
2
მორიგი ქართველი ნიჭიერი მაგრამ ხრუსტალის ფეხბურთელი , 2 მილიონ ევროს წელიწადში დაკმაყოფილდა სპარტაკში და ჩათვალა რო ვარსკვლავი იყო, არადა არც არაფაერს მიუხწევია თუნდაც სპარტაკში და რუსეთში , ევროპაზე და წესიერ კლუბზე ხო ზედმეტია ლაპარაკიც ...
დათო სიმართლე
16:08 24-09-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული