"ბოლო ტურამდე გიორგი თამაშობდა, თუმცა..." - ხოსე ბორდალასი

AutoSharing Option
"ვალენსია" ლა ლიგის მე-7 ტურში ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლებს. შეხვედრისწინა პრესკონფერენციაზე "ღამურების" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ჟურნალისტებს ტრავმირებულ ფეხბურთელებზე, ასევე, ძირითად თერთმეტეულში შესაძლო ცვლილებებზე მიანიშნა. ჩამოთვლილთაგან იასპერ სილესენის სახელიც ფიგურირებს:

"მე, ჩვეულებრივ, ფეხბურთელებს, პატივისცემიდან გამომდინარე, არ ვასახელებ. ბოლო ტურამდე გიორგი თამაშობდა, თუმცა მასთან ერთად გუნდში მისი კომპანიონებიც გვყავს. ეჭვგარეშეა, ჩვენ კონკრეტული შეხვედრისთვის საუკეთესო ფეხბურთელს ვეძებთ" - განაცხადა ბორდალასმა.

"სევილიასთან" ცუდი თამაშის შემდეგ ქართველი მეკარე დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა. შეგახსენებთ, ჩვენებურმა ანდალუსიელებთან შეხვედრაში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც სოციალური ქსელის მეშვეობით მკაცრად გააკრიტიკეს.

მომზადებულია
eldesmarque-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 16 /
თვითდაჯერება აკლია,ზღაპარში მოხვდა და კიდევ ვერ გააცნობიერა,შეიძლება უკეთესიც კი აღმოჩნდეს რომ დასვან სკამზე,ეგ შინაგანი დაძაბულობა მოეხსნება და უფრო მეტს იმუშავებს საკუთარ სუსტ წერტილებზე.
ლევანი
10:59 25-09-2021
0
გიო, გული არ გაიტეხო!!! ვინც მუშაობს, შეცდომასაც ის უშვებს. სილესენი გამოცდილი მეკარეა, მაგრამ უშეცდომო არც ის არის. დაუკვირდი მის თამაშს. შეიძლება რამდენიმე მატჩში სათადარიგო იყო, მაგრამ მწვრთნელი გენდობა. მთავარია დაუჯერო მას, ვარჯიშებზე იაქტიურო და დამერწმუნე, შენი თამასა უფრო ღირსეულად აიწევა. წარმატებები!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული