"ბოლო ტურამდე გიორგი თამაშობდა, თუმცა..." - ხოსე ბორდალასი

AutoSharing Option
"ვალენსია" ლა ლიგის მე-7 ტურში ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლებს. შეხვედრისწინა პრესკონფერენციაზე "ღამურების" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ჟურნალისტებს ტრავმირებულ ფეხბურთელებზე, ასევე, ძირითად თერთმეტეულში შესაძლო ცვლილებებზე მიანიშნა. ჩამოთვლილთაგან იასპერ სილესენის სახელიც ფიგურირებს:

"მე, ჩვეულებრივ, ფეხბურთელებს, პატივისცემიდან გამომდინარე, არ ვასახელებ. ბოლო ტურამდე გიორგი თამაშობდა, თუმცა მასთან ერთად გუნდში მისი კომპანიონებიც გვყავს. ეჭვგარეშეა, ჩვენ კონკრეტული შეხვედრისთვის საუკეთესო ფეხბურთელს ვეძებთ" - განაცხადა ბორდალასმა.

"სევილიასთან" ცუდი თამაშის შემდეგ ქართველი მეკარე დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა. შეგახსენებთ, ჩვენებურმა ანდალუსიელებთან შეხვედრაში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც სოციალური ქსელის მეშვეობით მკაცრად გააკრიტიკეს.

მომზადებულია
eldesmarque-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 16 /
ტანი კი მისცა ღმერთმა მარა ჟილკა მეშვიდე კლასელ ბავშვის დონეზე აქვს დარჩენილი. ამის ბრალია ყველაფერი, დაიბნა..
კ ო მ ბ ლ ე
16:27 24-09-2021
18
გიორი შვილო,
ამპარტავნობა იცი რა არის?
უცბად ამდენა წარმატება საიდან
მოვიდა?
ღმერთმა მოგხედა
შენ კი მე ვარ და ჩემი ბოხოხიო
იფიქრე.
არაა მასე ჩემო კარგო
ერთჯერ მაინც თუ უთხარი უფალს
მადლობა? ცაში რომ აგიყვანა?
არა?
ამით შენ ღმერთმა კი არ მიგატოვა,
თვითონ უარყავი ის
ჰო და ნახე როგორ გამასხარავებს
ბოროტი?
ასეა ეს
დაიჯერებ? მიუბრუნდი უფალს
თუ წარმაებები გინდა!
ტალახაძეს მოგიყვან მაგალითად,
ბევრი გაიღიმებდა, რა ყოველ წუთში
პირჯვარს იწერსო
ღმერთს არის მინდობილი და
დგას დევგმირივით ორივე ფეხზე
მყარად
შენ?
არ გინდა? ისევ დადგე ფეხზე?
ღმერთი იყოს შენსკენ ახალგაზრდავ
თემო
16:54 24-09-2021
39
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული