"ბილბაოსთან" თამაშის წინ Marca მამარდაშვილზე წერს

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილის შესახებ ესპანური პრესა არაერთ ბლოგს გვთავაზობს, ამჯერად, Marca-მ "ატლეტიკის" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ ხოსე ბორდალასის ყველაზე დიდ საფიქრალზე, მეკარის პოზიციასა და ქართველ ახალგაზრდაზე ისაუბრა:

"ვალენიას" წარმატების მდგომარეობა დღესაა. გიორგი მამარდაშვილი "ღამურების" შემადგენლობაში ჩუმად შემოიპარა, ახლა კი რამდენიმე მომენტში დიდ წარმატებას დაეუფლა, ქართველმა შეძლო და ტრავმირებული იასპერ სილესენი დიდი ხნის განმავლობაში დაასვენა. თუმცა ფაქტი ფაქტია, "სანჩეს პიზხუანზე" გამართულ შეხვედრაში გიორგიმ დიდი შეცდომები დაუშვა.

20 წლის მეკარე მრისხანე და ანთებული თვალებით შემოვარდა, თუმცა რამდენიმე უბედური შემთხვევა მოუვიდა, რის გამოც "ატლეტიკთან"
უკვე ნიდერლანდელ მეკარეს ველით. ახლა, მითუმეტეს ასეთ ასაკში, მსგავს კონკურენტუნარიან ლიგაში მეკარეები შეცდომას იზოლაციითა და პოზიტიური შეხედვით ასწორებენ. სინამდვილეა, იყო ტექნიკური შეცდომები (შეიძლება უხეშადაც ჩავთვალოთ), თუმცა ეს მშვიდად მიიღო.

ეს არის ერთადერთი ფორმულა იმ საშინელი მომენტის წარმატებით შესაცვლელად, წარმოიდგინეთ 20 წლის ბიჭი ესპანეთის ისტორიულ კლუბში, ალბათ ხვდებით რამხელა ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ქართველი მეკარე შენების პროცესშია, საკუთარ თავს კიდევ უფრო მეტად გაზრდის. მან პირველი ნაბიჯები ახლახანს გადადგა, ალბათ ლოგიკურია, რომ ვთქვათ, სწავლისა და შეცდომის პროცესი ნორმალურად უნდა განიხილოს. შემდეგი ნაბიჯი უკვე ისევ სწავლა და გაგება იქნება, მამარდაშვილმა ამის ათვისების წერტილი უნდა იპოვოს.

ბოლო 2 შეხვედრაში ლიგის წამყვან გუნდებთან, როგორებიცაა მადრიდის "რეალი" და "სევილია" ქართველს დიდი გამოცდა ელოდა, დაუშვა შეცდომები თუმცა რიგ ეპიზოდებში მან "ღამურები" გოლისგან გადაარჩინა.

სილესენი თავის შანსს უცდის

გასულ კვირას ყველა ელოდა, რომ ტრავმისგან გამოჯანმრთელებული იასპერ სილესენი თავის ადგილს დაიბრუნებდა, თუმცა გიორგი მამარდაშვილი ამ აზრს კარგი თამაშით აქრობდა, რის შემდეგაც ცვლილება საჭირო აღარ იყო, ეს მანამ, სანამ "ოსასუნას" შეეჯახებოდა, უკვე ნიდერლანდელ მეკარის დაბრუნებაზე მიდიოდა საუბრები. ქართველმა ხოსე ბორდალასის გადაწყვეტილებით სქელსა და თხელ გზაზე გაიარა, ეჭვგარეშეა, რომ წარმატებისთვის საჭიროა აფეთქდე, პროფესიონალები ასე მიდიან გამარჯვებამდე. ეს უნდა იცოდეს ყველამ, როდესაც ელიტის წევრი ხარ, სულ რაღაც 2 თვის წინ კი, მამარდაშვილი ამ სიტუაციას ვერც კი წარმოიდგენდა. ამიტომ გეტყვით, რომ ყველაფერი პოზიტიურია, ასეთი შეცდომებიც იმიტომ ხდება, რომ ისწავლო.

როგორც უკვე ვთქვი, გიორგის ბევრი აქვს სასწავლი, ახლა ის ოცი წლისაა და მზარდი კარიერა აქვს, ამიტომაც პროგრესისთვის გასავლელად დიდი გზა აქვს, როგორც დავინახეთ, მისი სიმაღლისა და რეფლექსების გარდა, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაწილია, საჭიროა ტექნიკური ნაწილის გაუმჯობესება, მაგალითად, ბურთის დაბლოკვა" - წერია ავტორიტეტულ გამოცემაში.

შეგახსენებთ, "ვალენსია" ბილბაოს "ატლეტიკს" დღეს, 25 სექტემბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 8 /
მამარდაშვილი იქნება ისევ ძირითადში სილესენი თასზე იქნება . მამარდაშვილი მომავალია სილესენი ვეტერანი . ✌
ემიგრანტი
17:32 25-09-2021
4
მამარდა იქნება ისევ კარებში.
დევკალიონი
14:40 25-09-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული