"კვარაცხელიას კიდევ სხვა პრობლემა აქვს..." - რუსი კომენტატორი ხვიჩას ჩავარდნის მიზეზზე საუბრობს

AutoSharing Option
ცნობილი რუსი კომენტატორი, ილია კაზაკოვი "რუბინისა" და "ზენიტის" შეხვედრას იხსენებს და ქართველ ტალანტ, ხვიჩა კვარაცხელიაზეც საუბრობს:

"ჯორჯ დესპოტოვიჩი ახლა საუკეთესო ფორმაში არაა, არც ხვიჩა. კვარაცხელიას კიდევ სხვა პრობლემა აქვს - ქართველი ფეხბურთელი მოწინააღმდეგეთათვის გასაგები გახდა. მისი ვიზავები მიხვდნენ, თუ როგორ შეაჩერონ ის. შემტევმა ნახევარმცველმა ახალი მოძრაობები უნდა მონახოს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ ჩანან. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ყაზანური კლუბის ლიდერები ფორმაში არ არიან, მაშინ მთელი გუნდი ვერ თამაშობს".

შეგახსენებთ, "რუბინისა" და "ზენიტის" დაპირისპირება 1:3 დასრულდა, "თათრების" კლუბი მომდევნო შეხვედრას
26 სექტემბერს, მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია thegoaspotlight-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 19 /
საკუთარ თავს ეწინააღმდეგება - თუ ფორმაში არაა, მაშინ რა შუაშია ახალი მოძრაობები და საერთოდ, როგორ წარმოუდგენია ამ კაცს ფეხბურთში ახალი მოძრაობების გამოგონება ან რას ნიშნავს ფეხბურთელის გაშიფვრა?!რუსებს საკმარისად ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები (მაგ. მათი კუმირი ძიუბა), რომელიც ყოველგვარი გაშიფვრის გარეშეც საკმაოდ პროგნოზირებადია და მათ მიხედონ... ხვიჩა კი როგორ უნდა გაშიფრო და მიუხვდე ჩანაფიქრს, როცა თავადაც არ იცის, როდის რას გააკეთებს, გადაწყვეტილებას მყისიერად და სპონტანურად იღებს და მისი წარმატების საიდუმლოც ამაშია... ხვიჩას დარი ტალანტების გაშიფვრა რომ შეიძლებოდეს, როგორმე მასზე უკეთესების (არ ჩამოვთვლი) გაშიფვრაზე იმუშავებდნენ და ფეხს არ გაანძრევინებდნენ... საქმე სწორედაც რომ ფორმაშია და ფორმაში ყოფნა მხოლოდ ფიზიკურ კონდიციებს არ გულისხმობს...
ვოოტ
25 სექტემბერი 2021 14:55
4
რეზო ძოძუაშვილმა ჯორჯ ბესტი რომ გამოთიშა,ბესტი მაშინ ევროპის საუკეთესი ფეხბურთელი იყო.რეზომ მისი თამაში შეისწავლა და როგორც თვითონ ჰყვება,რამდენიმე თვე ემზადებოდა მის წინააღმდეგ სათამაშოდ.თანაგუნდელებსაც იხმარებდა,მისი თამაშის მოდელირებისათვის.ხვიჩას ორი კაცი რომ ეთამაშება,მათ შორის გააძვრენს ხოლმე ბურთს და მერე ან გასცდება,ან წააქცევენ.ზენიტიც ორი კაცით ხვდებოდა,მაგრამ ჯერ ერთი მიდიოდა,იმას რომ მოატყებდა,მერე მეორე ებმებოდა და სანამ მასაც მოატყებდა,პირველი მცველიც უკვე ფეხზე ეჯდა და ბურთს ართმევდა.ვერც პასით გამწვავებას ახერხებდა,რადგან დესპოტი,მთლიანად გამქრალი იყო და მთელი პირველი ტაიმი,მგონი ერთხელ მიიღო ბურთი.თუ ხვიჩა მაინც მოატყუებდა,მერე უკვე აკრძალული ილეთები მიდიოდა და კარგა ბლომადაც მოარტყეს.ეგ მართლაც არც ეშლებათ და არც ენანებათ.
სოსო
25 სექტემბერი 2021 15:21
1
Re: "მიხვდნენ, თუ როგორ შეაჩერონ"
მესი რომ თამაშობდეს რუსეთში, მას "ახალი მოძრაობებიც" არ უშველიდა. მესის გაჩერებაც არ გაუჭირდებოდათ. მიხვდებოდნენ როგორ შეეჩერებინათ.
ქ. გ.
25 სექტემბერი 2021 14:54
5
მართალს ამბობს ! ყველა მწვრთნელი უკვე სპეციალურად ამზადებს მცველებს ხვიჩას წინააღმდეგ ყველა მოძრაობებს უყურებენ ვიდეოში და ისე და თვითონ მწვრთნელებიც არ მალავენ--მთავარია ხვიჩა გავაჩეროთ და დანარჩენი თავის თავად მოვა და წარმატებაც გვექნებაო ! ასე რომ ახალი რაღაცეები უნდა მოიფოქროს ხვიჩამაც და სლუცკიმაც მაგალითად თამაშის დროს ცენტრში შესვლები ან მარჯვენა ფლანგზე გადასვლა ხანდახან მცველებს გეგმები რომ აურიოს
ზურა222
25 სექტემბერი 2021 14:50
3
თუ ადამიანები გქვიათ მოაშორეთ რუსეთს.
ილია
25 სექტემბერი 2021 14:00
8
ხვიჩა ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ ამ პრობლემას მალე მოაგვარებს, მაგრამ ადრე აღნიშნეს, რომ ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს და თუ ამ პრობლემასაც რამეს მოუხერხებს ეროვნულ ნაკრებში კიდევ უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელად დაბრუნდება.
გუჯა კახაძე
25 სექტემბერი 2021 14:00
1
რა ჩავარდნა რის ჩავარდნა რეებს წერთ საერთოდ, ბიჭს ლეწავენ ყოველ თამაშში საშინლად ეთამაშებიან ამას მწვრთნელიც იძახის,ასეთი უაზრო სტატიებით ნუ ურეცხავთ ხალხს ტვინს!!
დიმ
25 სექტემბერი 2021 13:52
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული