"კვარაცხელიას კიდევ სხვა პრობლემა აქვს..." - რუსი კომენტატორი ხვიჩას ჩავარდნის მიზეზზე საუბრობს

AutoSharing Option
ცნობილი რუსი კომენტატორი, ილია კაზაკოვი "რუბინისა" და "ზენიტის" შეხვედრას იხსენებს და ქართველ ტალანტ, ხვიჩა კვარაცხელიაზეც საუბრობს:

"ჯორჯ დესპოტოვიჩი ახლა საუკეთესო ფორმაში არაა, არც ხვიჩა. კვარაცხელიას კიდევ სხვა პრობლემა აქვს - ქართველი ფეხბურთელი მოწინააღმდეგეთათვის გასაგები გახდა. მისი ვიზავები მიხვდნენ, თუ როგორ შეაჩერონ ის. შემტევმა ნახევარმცველმა ახალი მოძრაობები უნდა მონახოს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ ჩანან. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ყაზანური კლუბის ლიდერები ფორმაში არ არიან, მაშინ მთელი გუნდი ვერ თამაშობს".

შეგახსენებთ, "რუბინისა" და "ზენიტის" დაპირისპირება 1:3 დასრულდა, "თათრების" კლუბი მომდევნო შეხვედრას
26 სექტემბერს, მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია thegoaspotlight-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 19 /
საკუთარ თავს ეწინააღმდეგება - თუ ფორმაში არაა, მაშინ რა შუაშია ახალი მოძრაობები და საერთოდ, როგორ წარმოუდგენია ამ კაცს ფეხბურთში ახალი მოძრაობების გამოგონება ან რას ნიშნავს ფეხბურთელის გაშიფვრა?!რუსებს საკმარისად ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები (მაგ. მათი კუმირი ძიუბა), რომელიც ყოველგვარი გაშიფვრის გარეშეც საკმაოდ პროგნოზირებადია და მათ მიხედონ... ხვიჩა კი როგორ უნდა გაშიფრო და მიუხვდე ჩანაფიქრს, როცა თავადაც არ იცის, როდის რას გააკეთებს, გადაწყვეტილებას მყისიერად და სპონტანურად იღებს და მისი წარმატების საიდუმლოც ამაშია... ხვიჩას დარი ტალანტების გაშიფვრა რომ შეიძლებოდეს, როგორმე მასზე უკეთესების (არ ჩამოვთვლი) გაშიფვრაზე იმუშავებდნენ და ფეხს არ გაანძრევინებდნენ... საქმე სწორედაც რომ ფორმაშია და ფორმაში ყოფნა მხოლოდ ფიზიკურ კონდიციებს არ გულისხმობს...
ვოოტ
14:55 25-09-2021
4
როცა მსაჯი და ორი ფეხბურთელი მთელი თამაში ძაან მჭიდროდ და ხისტად ეთამაშება მესემე კი დაზღვევაზეა რა თქმაუნდა გაუჭირდებოდა ტრავმაუშუშებულ ხვიჩას თავის გამოჩენა. ხვიჩას კი არა ნებისმიერ ვარსკვლავს გაუჭირდებოდა ასეთ სიტუაციაში რამის გკეთება. აგერ დღეს სიტიმ ისე მოუგო ჩელსის რომ ასს მილიონიანი ლუკაკუ ბურთს არ გააკარა. ხვიჩას თამაშში იმ დღეს მე დადებითიც დავინახე, ის არ უშინდება ძალოსმიერ ორთაბძოლაში შესვლას და პრესინგიდან ამოსვლას. მე მჯერა რომ მისგან მაგარი ფეხბურთელი დადგება! იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერია, ლაღია, არ არი ზარმაცი, სისწრაფე და გაბარიტებიც ხელს უწყობს
რობი
20:52 25-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული