"კვარაცხელიას კიდევ სხვა პრობლემა აქვს..." - რუსი კომენტატორი ხვიჩას ჩავარდნის მიზეზზე საუბრობს

AutoSharing Option
ცნობილი რუსი კომენტატორი, ილია კაზაკოვი "რუბინისა" და "ზენიტის" შეხვედრას იხსენებს და ქართველ ტალანტ, ხვიჩა კვარაცხელიაზეც საუბრობს:

"ჯორჯ დესპოტოვიჩი ახლა საუკეთესო ფორმაში არაა, არც ხვიჩა. კვარაცხელიას კიდევ სხვა პრობლემა აქვს - ქართველი ფეხბურთელი მოწინააღმდეგეთათვის გასაგები გახდა. მისი ვიზავები მიხვდნენ, თუ როგორ შეაჩერონ ის. შემტევმა ნახევარმცველმა ახალი მოძრაობები უნდა მონახოს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ ჩანან. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ყაზანური კლუბის ლიდერები ფორმაში არ არიან, მაშინ მთელი გუნდი ვერ თამაშობს".

შეგახსენებთ, "რუბინისა" და "ზენიტის" დაპირისპირება 1:3 დასრულდა, "თათრების" კლუბი მომდევნო შეხვედრას
26 სექტემბერს, მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია thegoaspotlight-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 19 /
რობი! კარგად უნდა დააკვირდეთ და დაინახავთ, რომ ხვიჩა უკვე შემდგარი ფეხბურთელია, იგი მსოფლიო დონისაა.ხვიჩამ თამაშის სტილი უნდა შეცვალოს. რუსები მასზე ნადირობენ, ალბათ ზემოდან აქვთ დავალება მიღებული. ყველამ დაინახა მისი შესაძლებლობები, ახლა კი მან ბურთზე ერთი შეხებით უნდა ითამაშოს, ძირითადად პასები უნდა გააანაწილოს და დრიბლინგებს იშვიათად უნდა მიმართოს თორემ რუსები ისე ჩაჩეხავენ ტრამვები შეიძლება წლობით ვერ მოიშოროს. მისი პასებით თამაში ევროპელებს უფრო მოეწონებათ, ეს ხომ მათი თამაშის სტილია.ხვიჩამ თავი აღარ უნდა შეაკლას, როცა 100%-ანი შანსი ექნება მაშინ უნდა წავიდეს დრიბლინგზე.ასე თუ გადაარჩენს თავის კარიერას,სხვანაირად სულ ტრამვებში იქნება.
გიგა
21:42 27-09-2021
0
ტრავმას თავი როგორ უნდა აარიდოს ეგეც სასწავლი აქვს
ზაზა
08:15 26-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული