ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"კვარაცხელიას კიდევ სხვა პრობლემა აქვს..." - რუსი კომენტატორი ხვიჩას ჩავარდნის მიზეზზე საუბრობს

AutoSharing Option
ცნობილი რუსი კომენტატორი, ილია კაზაკოვი "რუბინისა" და "ზენიტის" შეხვედრას იხსენებს და ქართველ ტალანტ, ხვიჩა კვარაცხელიაზეც საუბრობს:

"ჯორჯ დესპოტოვიჩი ახლა საუკეთესო ფორმაში არაა, არც ხვიჩა. კვარაცხელიას კიდევ სხვა პრობლემა აქვს - ქართველი ფეხბურთელი მოწინააღმდეგეთათვის გასაგები გახდა. მისი ვიზავები მიხვდნენ, თუ როგორ შეაჩერონ ის. შემტევმა ნახევარმცველმა ახალი მოძრაობები უნდა მონახოს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ ჩანან. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ყაზანური კლუბის ლიდერები ფორმაში არ არიან, მაშინ მთელი გუნდი ვერ თამაშობს".

შეგახსენებთ, "რუბინისა" და "ზენიტის" დაპირისპირება 1:3 დასრულდა, "თათრების" კლუბი მომდევნო შეხვედრას
26 სექტემბერს, მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია thegoaspotlight-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ