პასიური და შეცვლილი კვარაცხელია - "რუბინი" მოსკოვში დაიჯაბნა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში „რუბინი“ მოსკოვში „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, კვარაცხელიას ურუგვაელი მცველი ვარელა გასაქანს არ აძლევდა, დედაქალაქელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და ფომინის გოლით დაწინაურდნენ, რომელსაც დრიბლინგის შემდეგ გადაცემა სწორედ ვარელამ გაუკეთა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, „დინამო“ უტევდა, „რუბინი“ კონტრიერიშებით პასუხობდა, 56-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან ძლიერად დაარტყა და ააცილა ბურთი კარს. 58-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გრულევმა ყაზანელთა კარი დალაშქრა. 63-ე წუთზე კვარაცხელიამ ვარელასთან წესების დარღვევის შემდეგ, ბურთი მოედნიდან გადააგდო, მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო
მწვრთნელმა შეცვალა.

მოკლედ, „დინამომ“ ყაზანური გუნდი აშკარად დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება ხვიჩას, თავი ვერ წარმოაჩინა, ტრავმის შემდეგ ფორმა ჯერ ვერ აღიდგინა, თამაში ვერ გაამწვავა და მასზე სატრანსფერო ამბებმა აშკარად იმოქმედა.

„რუბინმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 14 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 2 ოქტომბერს „ნიჟნი ნოვგოროდს“ უმასპინძლებს.

მოსკოვი. „VTB არენა“

დინამო (მ) - რუბინი 2:0
გოლები: 1:0 ფომინი (32), 2:0 გრულევი (58)

მკითხველის კომენტარები / 25 /
კვარაცხელიას კრიტიკის ავანგარდში ნუ ჩადგებით,პირიქით გაამხნევეთ და დაეხმარეთ ამ კრიზისის დაძლევაში.შეიძლება დეპრესიაც აქ რომ არ გამოვიდა ტრანსფერი და ვერ დააღწია თავი რუსეთს.ასეთ დროს ამოდგომა უნდა და არა კრიტიკა.
მირო
27 სექტემბერი 2021 21:03
0
წინა სეზონში ხვიჩა მრავალფეროვანი იყო, მახსოვს როსტოვთან ფინტების კორიანტელი, წელს რომ ვუყურებ საოცრად ერთფეროვან ფეხბურთს თამაშობს, ერთი და იგივეს აკეთებს, რა დაემართა არ ვიცი შესაბამისად ადვილად გასაშიფრი გახდა.
ნიკო
27 სექტემბერი 2021 00:07
0
დინამო დღეს მაგარ ფორმაშია, უეჭველი მოუგებდა, თუნდაც ყველას მაგრად ეთამაშათ, დინამოს პროგრესი აშკარაა, წელს სამეულში შევა, აი ნახავთ, თუ ვერა..
კ ო მ ბ ლ ე
26 სექტემბერი 2021 23:05
4
მოიშოროს ჯუღელიო რომ ამბობთ ... ჯუღელი არ ყიდის კვარაცხელიას ... კვარაცხელიას ყიდის ის ვისი საკუთრებაა,ანუ რუბინი ... შესაძლო მყიდველსაც რუბინის აგენტები ელაპარაკებიან. ჯუღელი მხოლოდ მონაწილეობს ამ პროცესში რადგან კვარაცხელიას კონტრაქტი რუბინთან მისი უშუალო ჩართულობით და ხელმოწერით გაფორმდა და ამ კონტრაქტის ერთ ერთი პუნქტი ითვალისწინებს იმას რომ კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერიდან 30 პროცენტი მიაქვს ქართულ მხარეს,ანუ ჯუღელს და კვარაცხელიას. ასე რომ არაა ისე როგორც თქვენ ამბობთ- მოიშოროსო. ჯუღელი კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ დასკვნით ფინანსურ ნაწილში მანამდე კი მოლაპარაკებებს აწარმოებს რუბინი და მისი აგენტები. თუმცა თუ ჯუღელიც ცდილობს პოტენციური მყიდველის მოძიებას ამაში არც არაფერია ცუდი.
ქუთაისი
26 სექტემბერი 2021 20:25
7
რაც ლალიგამ დაბლოკა ამის და მესის გაცვლა ბარსა-რუბინს შორის აიჭრა რა...მე კი ვიცი ვინც იქნება ბოლოს დამნაშავე მარა ეგ ამას ოჯახის წევრი ჰგონია :DDD ისე რომელი ჯობია რაიოლა-მენდეშის დუეტი ერთად აღებული თუ პერეგავორა?
აბგდ
26 სექტემბერი 2021 20:24
4
ცხონებულმა დავით ყიფიანმა თამაში 19 წლისამ დაიწყო თბილისის ლოკომოტივში და 21 წლისას ფეხბურთის მიტოვება უნდოდა თბილისის დინამოში,რადგან ტრავმის მერე თამაში არ მისდიოდა, მაგრამ მუშტაედის ბაღის ცნობილმა გულშემატკივრებმა უხრეს რომ,გული არ აცროდა ფეხბურთზე, და მისგან რომ მაგარი ფეხბურთელი დადგებოდა. მერე რაც ყიფიანმა გააყეთა მსოფლიომ იცის.
მალხაზ ჯობავა
26 სექტემბერი 2021 20:10
2
მაშინ ყიფიანი მუშტაიდელებმა კი არა ფარვიზ ჭელიძემ (ყიფოს პირველმა ტრენერმა) გაადაარჩინა ! დინამოდან დაწუნებული და გამოშვებილი ყიფიანი(ასე უთხრეს--წადი შვილო სკრიპკა დაუკარი შენგან ფეხბურელი არ დადგებაო) ლოკომოტივში მიიყვანა თავის მეგობარ ნოდარ ახალკაცთან და მიმიხედე ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვსო ! და ყიფო ლოკომოტივში რომ ათამაშდა მერე ფარვიზამ დინამოს მაშინდელ ტრენერებს და ფედერაციას კარები აუტალახა და მანამ არ მოეშვა სანამ დინამოში არ დააბრუნეს !
ზურა222
27 სექტემბერი 2021 15:05
0
ტრამვა როდის მიიღო კაცო? რას ლაპარაკობთ თქვენ? ააა ეს ისაა სანაკრებო შეკრება რო გამოტოვა?? ეს ის ტრმავა ხო? ნაკრების თამაშების წინ რო მიიღო და თან ურალთან რომ ორი კვირით ადრე განაცხადში წინასწარ რომ ყავდათ უკვე შეყვანილი?? ჯუღელმა 100% დარწმუნებული იყავით რომ ურალთან ითამაშებსო!! ეგ ტრამვა ხომ?? მაგ ტრამვას მოუფრთხილდი შვილო, ეგ ოქტომბერში კიდე დაგჭირდება ეგ ტრამვა და ისე არ ქნა რო მოიშუშო!!!///. /////////ნეტაა თქვენ თუ კიდე რამის გჯერათ, მაგრა მეცოდებით, ჩემი თავი კიდე უფრო მეტად მეცოდება მაინც რო მჯერა კიდე რაღაცის!!! ხხხხთთფუიიიიი!!!
Vasili
26 სექტემბერი 2021 19:58
3
მეტის ღირსია რუბინი, არაფერში ამხელა თანხას იღებდა და გაღორდნენ. მომავალ სატრანსფერო პერიოდში ეღირება 5 მილიონი და გაყიდონ მერე.
Anti
26 სექტემბერი 2021 19:30
1
ფაქტია რომ არაა კვარა ფორმაში, ამასთან ჭორებმა ძალიან იმოქმედა მასზე. მოტივაციასთან დაკავშირებითაც არის პრობლემები. ჯერ 20 წლის არის და იმედია მოუმატებს კიდევ. ფსიქოლოგიური პრობლემებიც დაემატა, როგორი საქმეა ეგონა უკვე ევროპაში იყო არადა არავინ არ იყიდა.
zaza
26 სექტემბერი 2021 19:00
1
ხვიჩას კი არა მთელ გუნდს არ წაუვიდა-მთელი გუნდი არაა ფორმაში.პირველ ტაიმში მარტო აბილგაარდი იბრძოდა თორე 5-0 იქნებოდა. არც დესპოტი და ინ ბომი არიან ფორმაში და ამას რაღაც მიზეზი ექნება.
ისე მაკაროვს რო გაყიდი და ჰაკშაბანოვიჩს იყიდი უარესის ღირსი ხარ.
და საეეთოდაც დინამო მაგარი გუნდი ყოფილა და ლუკა გაგნიძეს გაუჭირდება მაგ გუნდში მოხვედრა
Levani
26 სექტემბერი 2021 18:57
0

სიახლეები პოპულარული