პასიური და შეცვლილი კვარაცხელია - "რუბინი" მოსკოვში დაიჯაბნა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში „რუბინი“ მოსკოვში „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, კვარაცხელიას ურუგვაელი მცველი ვარელა გასაქანს არ აძლევდა, დედაქალაქელები უფრო სახიფათოდ უტევდნენ და ფომინის გოლით დაწინაურდნენ, რომელსაც დრიბლინგის შემდეგ გადაცემა სწორედ ვარელამ გაუკეთა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, „დინამო“ უტევდა, „რუბინი“ კონტრიერიშებით პასუხობდა, 56-ე წუთზე ხვიჩამ შორიდან ძლიერად დაარტყა და ააცილა ბურთი კარს. 58-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გრულევმა ყაზანელთა კარი დალაშქრა. 63-ე წუთზე კვარაცხელიამ ვარელასთან წესების დარღვევის შემდეგ, ბურთი მოედნიდან გადააგდო, მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო
მწვრთნელმა შეცვალა.

მოკლედ, „დინამომ“ ყაზანური გუნდი აშკარად დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება ხვიჩას, თავი ვერ წარმოაჩინა, ტრავმის შემდეგ ფორმა ჯერ ვერ აღიდგინა, თამაში ვერ გაამწვავა და მასზე სატრანსფერო ამბებმა აშკარად იმოქმედა.

„რუბინმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 14 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 2 ოქტომბერს „ნიჟნი ნოვგოროდს“ უმასპინძლებს.

მოსკოვი. „VTB არენა“

დინამო (მ) - რუბინი 2:0
გოლები: 1:0 ფომინი (32), 2:0 გრულევი (58)

მკითხველის კომენტარები / 25 /
20 წლის ბიჭია ხალხო რა ტრაგედიას ქმნით ამ ამბით რომ ერთ (თუნდაც ორ) თამაშში უმაღლეს დონეზე ვერ ითამაშა, თან ტრამვა ახალი მორჩენილი აქვს, ადამიანები ვართ ყველას შეიძლება ჰქონდეს ჩავარდნა თავის სფეროში, ხომ ყველამ ვიცით რომ კვარა ტალანტია. მიდი კვარა ყველას დაუმტკიცე შენი ნიჭი და შესაძლებლობები და არ მიაქციო ყურადღება იმ ადამიანების კომენტარებს რომლებსაც თავიანთი ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ. ეტაპობრივად ყველაფერი მოვა. წარმატებებს გისურვებ!
გია
18:22 26-09-2021
11
თამაში არ წაუვიდა ხვიჩას. ძალიან გთხოვთ რა, 20 წლის ფეხბურთელის ჩაგდებულ თამაშებს ნუ აქცევთ ეროვნულ ტრაგედიად. ტრავმის მერე დაბრუნებულზე ძალიან ბევრს არ მისდის თამაში და არაა ფორმაში. უბალოდ ისე შეხედეთ, რომ ფეხბურთელი ტრავმის მერე ფორმაში არაა და მორჩა. რად უნდა ამდენი თვითგვემა...
უბრალოდ მხარი დავუჭიროთ
Michael
17:00 26-09-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული