"ხვიჩას მოტივაციის პრობლემა აქვს?" - რუბინის მწვრთნელმა კვარაცხელიაზე დასმულ კითხვას უპასუხა

AutoSharing Option
სტუმრად "დინამოსთან" რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში წაგებულ მატჩში (0:2) "რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ 64-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა თავი ვერ წარმოაჩინა. ყაზანური გუნდის მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი დისკვალიფიცირებულია, მის ნაცვლად კი კომენტარი მისმა თანაშემწემ, ოლეგ ვერეტენიკოვმა გააკეთა, რომელსაც ხვიჩაზე კითხვა დაუსვეს.

- კითხვა კვარაცხელიაზე. ხედავთ თუ არა მოტივაციაში მის პრობლემას? ყველა ფიქრობდა, რომ ის წავიდოდა. ამას არ შეიძლებოდა მასზე ემოქმედა? ცხადია, ის აღარ არის, რაც გასულ სეზონში იყო.
- მე ვფიქრობ, ასეთი საკითხი არც დგას. მოტივირებულია. უბრალოდ, ალბათ,
ისეთივე პერიოდი აქვს, როგორც დესპოტოვიჩს. ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ტრავმირებული იყო, დიდი ხანი მოუნდა აღდგენას და ჯერ თავის ასპროცენტიან კონდიციებში არ იმყოფება. ეს არ აძლევს იმ კაშკაშა თამაშის ჩვენების საშუალებას, რომლის უნარიც გააჩნია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩემი მეზობელი ყიდის სახლს ვალების გამო, შვილი მივიდა ეუგნება მამა სახლს რო ყიდი ჩვენ სად წავიდეთო ეჰ შვილო ნუ გეშინია მევალების დასამშვიდებლად ვაკეთებ მაგს თორემ ისეთ ფასი დავადე ვერავინ იყიდისო... რაგაც ეს გამახსენდა არ ვიცი რატო რანაირადდ.....
N
27 სექტემბერი 2021 08:23
0
ხვიჩა, მე არ ვიცი შენ კითხულობ თუ ატა ჩვენს კომენტარებს, მაგრამ ძალიან მინდა ვინმემ ჩემი ეს კომენტარი მოგაწოდოს. ამერიკის ყველა დროის უდიდესი პრეზიდენტის რუზველტი ამბობდა: გააკეთე რაც შეგიძლია, რაც ხელთ გაქვს და იქ, სადაც ხარ. ანუ ეს უგნურება, რომ შენ გადასვლის იმედი გქონდა, ვერ გადახვედი და ამიტომ რუბინში ცუდად თამაშობ და სხვაგან გაიბრწყინებდი, თუ ეს მართლაც ასე, მაშინ დროა ბუცები ლურსმანზე დაჰკიდო და ფეხბურთი დაივიწყო.
ჟორა გაბრიჭიძე
26 სექტემბერი 2021 23:10
4
თათარსტანში საპარიკმახერო არ არის ????????
???????????????
26 სექტემბერი 2021 22:10
9
მამამისი და ე.წ. აგენტი თუ არ ჩაერევიან ხვიჩას საქმეში, ყველაფერი კარგად იქნება
kaxa
26 სექტემბერი 2021 22:09
0
ხვიჩა გამაგრდი,რაც იყო იყო,დაივიწყე ყველაფერი და თავიდან დაიწყე,ჩვენ კი გულშემატკივარი გვერდში უნდა დავუდგეთ და გავამხნევოთ,ცინიზმი არ არის საჭირო და დამცინავი კომენტარები,ეს საქმეს არ უშველის,ეს ეხება მამარდაშვილსაც.
ბექა
26 სექტემბერი 2021 21:33
0
ჯუღელის ინტერვიუ მოვისმინე, ძალიან დიდი სტრესი გადაიტანა ზაფხულში და ძლივს გამოვიყვანეთ შოკიდანო. საერთოდ არ მიკვირს. სლუცკიმაც თქვა კვარაზე ძალიან ემოციურიაო. არ იზრდებიან ჩვენთან რონალდუები, ჰეითერების აზრი რომ ფეხებზე ჰკიდიათ და ჯინაზე უკეთ თამაშობენ. ამიტომ იქნებ გაუფრთხილდეთ ნიჭიერ ადამიანებს. კარგის დაწერა თუ არ გვინდა, გავაკრიტიკოთ ადეკვატურად და ცუდს მაინც ნუ დავუწერთ. ცუდში იგულისხმება გინება, წყევლა, მუქარა და ათასი საშინელება, რასაც ამ დღეებში მას უწერდნენ.
პატარა ბიჭია, გამოუცდელია, ახლა გამოვიდა თინეიჯერობის ასაკიდან,არაა გასაკვირი რო სტერსში იყო. გულშემატკივარს ერთი გამხნევება გვევალება და იმასაც ვერ ვაკეთებთ.
ჩვენზე უკეთ არ იცის თვითონ რა გააკეთა არასწორად და სად დაუშვა შეცდომა?
სინამდვილეში ჩვენ მას ვერაფრით ვეხმარებით. ყველაფერი თავად უნდა გააკეთოს მარტომ,ჩვენ ან გამხნევება ან ლანძღვა შეგვიძლია, სამწუხაროა, რომ ამ უკანასკნელს ვირჩევთ.
Winter
26 სექტემბერი 2021 21:17
2
ცოტა გარეგნობას მიხედოს მაინც გაბურძგლული როთამაშოობს ქართველს დაემსგავსოს სხვა ნაციელს როგავს ! ბარბერ შოპი სათათრეთში დავიჯერო არაა?
beqa
26 სექტემბერი 2021 20:39
21
ახლა, ჩაკვე წამოვიდა და ხვიჩა შეჩერდა. იქ ხან ლობჟანიძე გამოჩნდება ხან კიტეიშვილი, რყევებია. ბიჭი იბადება?
აქ რაღაცა უნდა მოხდეს
და ყველა თუ შევკრიბეთ ერთად
მერე დაგვიდგენ წინ ნებისმიერი
გუნდი
თენგო
26 სექტემბერი 2021 20:31
3
ვფიქრობ რომ ჯობია რამდენიმე თამაში სკამზე გადავიდეს ან შემდეგ ტურში დაისვენოს თმა შეუჭრას წვერი გაიპარსოს და ცოტა მოეშვას დამშვიდეს და ახლიდან განეწყოს ფსიქოლოგიურად ისევ სათამაშოდ ხელახლა დაიმუხტოს თორე ასე თუ გააგრძელა ტოპში გადასვლა კიარა სლუცკი დასვამს სკამზე.
გელა
26 სექტემბერი 2021 20:13
1
ჩემი აზრით ხვიჩაც მოატყუეს აგენტებმა და კლუბის ხემძღვანელობამ მასაც ეგონა, რომ ამ სეზონში წავიდოდა ტოპში ალბათ უთხრეს რომ ის თუ ითამაშებდა ნაკრებში და კლუბში მაღალ დონეზე მას ხელს არ შეუშლიდნენ თუმცა დღეს ისევ რუბინშია და ესა 100% რუბინის ხელმძღვანელობის და აგენტის ბრალი მათ ისეთი ფასი დადეს ხვიჩას, რომ ელემეტარულად ძალიან მცირე შანსი იყო იმის რომ ვინმეს ამხელა თანხა გადაეხადა ყაზანის რუბინის და რუსეთის პრემიერ ლიგის ფეხბურთელში.
დღეს აშკარაა, რომ ხვიჩაა უმოტივაციოთ თამაშობს აშკარაა რომ ფსიქოლოგიურად აღარ არის ისე განწყობილი სათამაშოთ, როგორც ადრე და ეს სრულიად გასაგებიც არის ისიც ელოდა ტრანსფერს, მაგრამ ახლა უწევს იგივე წრეზე წასვლა სადაც ბოლო 2 წელია არის.
გიორგი
26 სექტემბერი 2021 20:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული