სტუმრად "დინამოსთან" რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში წაგებულ მატჩში (0:2) "რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ 64-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა თავი ვერ წარმოაჩინა. ყაზანური გუნდის მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი დისკვალიფიცირებულია, მის ნაცვლად კი კომენტარი მისმა თანაშემწემ, ოლეგ ვერეტენიკოვმა გააკეთა, რომელსაც ხვიჩაზე კითხვა დაუსვეს.
- კითხვა კვარაცხელიაზე. ხედავთ თუ არა მოტივაციაში მის პრობლემას? ყველა ფიქრობდა, რომ ის წავიდოდა. ამას არ შეიძლებოდა მასზე ემოქმედა? ცხადია, ის აღარ არის, რაც გასულ სეზონში იყო.
- მე ვფიქრობ, ასეთი საკითხი არც დგას. მოტივირებულია. უბრალოდ, ალბათ,
ისეთივე პერიოდი აქვს, როგორც დესპოტოვიჩს. ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ტრავმირებული იყო, დიდი ხანი მოუნდა აღდგენას და ჯერ თავის ასპროცენტიან კონდიციებში არ იმყოფება. ეს არ აძლევს იმ კაშკაშა თამაშის ჩვენების საშუალებას, რომლის უნარიც გააჩნია.
პატარა ბიჭია, გამოუცდელია, ახლა გამოვიდა თინეიჯერობის ასაკიდან,არაა გასაკვირი რო სტერსში იყო. გულშემატკივარს ერთი გამხნევება გვევალება და იმასაც ვერ ვაკეთებთ.
ჩვენზე უკეთ არ იცის თვითონ რა გააკეთა არასწორად და სად დაუშვა შეცდომა?
სინამდვილეში ჩვენ მას ვერაფრით ვეხმარებით. ყველაფერი თავად უნდა გააკეთოს მარტომ,ჩვენ ან გამხნევება ან ლანძღვა შეგვიძლია, სამწუხაროა, რომ ამ უკანასკნელს ვირჩევთ.
აქ რაღაცა უნდა მოხდეს
და ყველა თუ შევკრიბეთ ერთად
მერე დაგვიდგენ წინ ნებისმიერი
გუნდი
დღეს აშკარაა, რომ ხვიჩაა უმოტივაციოთ თამაშობს აშკარაა რომ ფსიქოლოგიურად აღარ არის ისე განწყობილი სათამაშოთ, როგორც ადრე და ეს სრულიად გასაგებიც არის ისიც ელოდა ტრანსფერს, მაგრამ ახლა უწევს იგივე წრეზე წასვლა სადაც ბოლო 2 წელია არის.