"ხვიჩას მოტივაციის პრობლემა აქვს?" - რუბინის მწვრთნელმა კვარაცხელიაზე დასმულ კითხვას უპასუხა

AutoSharing Option
სტუმრად "დინამოსთან" რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში წაგებულ მატჩში (0:2) "რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ 64-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა თავი ვერ წარმოაჩინა. ყაზანური გუნდის მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი დისკვალიფიცირებულია, მის ნაცვლად კი კომენტარი მისმა თანაშემწემ, ოლეგ ვერეტენიკოვმა გააკეთა, რომელსაც ხვიჩაზე კითხვა დაუსვეს.

- კითხვა კვარაცხელიაზე. ხედავთ თუ არა მოტივაციაში მის პრობლემას? ყველა ფიქრობდა, რომ ის წავიდოდა. ამას არ შეიძლებოდა მასზე ემოქმედა? ცხადია, ის აღარ არის, რაც გასულ სეზონში იყო.
- მე ვფიქრობ, ასეთი საკითხი არც დგას. მოტივირებულია. უბრალოდ, ალბათ,
ისეთივე პერიოდი აქვს, როგორც დესპოტოვიჩს. ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ტრავმირებული იყო, დიდი ხანი მოუნდა აღდგენას და ჯერ თავის ასპროცენტიან კონდიციებში არ იმყოფება. ეს არ აძლევს იმ კაშკაშა თამაშის ჩვენების საშუალებას, რომლის უნარიც გააჩნია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
დღეს მთლიანობაში გუნდმა ვერ ითამაშა და ზოგადად ყაზანის რუბინი არა სტაბილური. გუნდია აქვს ძალიან კარგი მატჩები და ასევე ცუდი მატჩებიც და ხვიჩა არაა ჯერ იმ დონის ფეხბურთელი რომ მარტომ ათრიოს გუნდი ჩემპიონატში და გაჩემპიონოს ან ლიგის საგზური მოუპოვოს 20 წლისა ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და ნუ ვითხოვთ მისგან მარადინას დონეზე თამაშს ცოტა ადეკვატურად და ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია
Gio
26 სექტემბერი 2021 19:51
0
ფაქტია რომ ჩვენებს ტრამვის მერე რეაბილიტაცია უჭირთ. არ ვიცი რატომ, როგორც ჩანს აქაც ქარტული უდისციპლინობა და საქმისადმი არაპროფესიონალური დამოკიდებულებაა, ან არასაკმარისი სამედიცინო კვალიფიკაცია, ან ორივე ერთად. ისე , მწვრტნელმა კი თქვა , მთლიანად დალურჯებულიაქ ფეხებიო და არც ისაა გამორიცხული, რომ ტრამვის ეშინია. ასე იცის ზედმეტმა მატაობამ. ყველა ცვენი ბიჭი, ვინც ძლიერი ინდივიდუალისტი იყო, ძლიერი ტრამვა მიიღო და კარიერაც დაასრულა. ყველგან და ყოველთვის მატაობას, არავინ პატიობს, ბოლო ტრამვაა, ამიტომ აქაც პროფესიონალიზმია საჭირო, უნდა იცოდე როდის გამოიყენო შენი კოზირი.
ლევან მაღლაკელიძე
26 სექტემბერი 2021 19:35
1
ამ ტიპსაც ცოდვაა აქ ბიჭის მიმართ,
სიო
26 სექტემბერი 2021 19:08
0
ზუსტი შეფასებაა და ადეკვატური. დიახ აქვს უნარი კაშკაშა თამაშები აჩვენოს, და ეს მწვრთნელზე უკეთ არავინ იცის. უბრალოდ ტ რ ა ვ მ ი ს მერე ფომაში არაა. რად უნდა ამას ასე გატრაგიკულება და ათასი მიზეზის ძებნა.
Herbst
26 სექტემბერი 2021 18:14
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული