ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩას მოტივაციის პრობლემა აქვს?" - რუბინის მწვრთნელმა კვარაცხელიაზე დასმულ კითხვას უპასუხა

AutoSharing Option
სტუმრად "დინამოსთან" რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში წაგებულ მატჩში (0:2) "რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ 64-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა თავი ვერ წარმოაჩინა. ყაზანური გუნდის მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი დისკვალიფიცირებულია, მის ნაცვლად კი კომენტარი მისმა თანაშემწემ, ოლეგ ვერეტენიკოვმა გააკეთა, რომელსაც ხვიჩაზე კითხვა დაუსვეს.

- კითხვა კვარაცხელიაზე. ხედავთ თუ არა მოტივაციაში მის პრობლემას? ყველა ფიქრობდა, რომ ის წავიდოდა. ამას არ შეიძლებოდა მასზე ემოქმედა? ცხადია, ის აღარ არის, რაც გასულ სეზონში იყო.
- მე ვფიქრობ, ასეთი საკითხი არც დგას. მოტივირებულია. უბრალოდ, ალბათ,
ისეთივე პერიოდი აქვს, როგორც დესპოტოვიჩს. ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ტრავმირებული იყო, დიდი ხანი მოუნდა აღდგენას და ჯერ თავის ასპროცენტიან კონდიციებში არ იმყოფება. ეს არ აძლევს იმ კაშკაშა თამაშის ჩვენების საშუალებას, რომლის უნარიც გააჩნია.

ასევე დაგაინტერესებთ