ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში ვენაში "რაპიდთან" მოგებულ მატჩში "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა - 38-ე წუთზე კელვინ იებოამ გრაცული გუნდი დააწინაურა, ხოლო 82-ე წუთზე ივან ლიუბიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0. კიტეიშვილი 83-ე წუთზე შეცვალეს.
კიტეიშვილს მიმდინარე ჩემპიონატის 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, "შტურმი" კი 17 ქულით მეორე ადგილზეა და 3 ოქტომბერს სტუმრად "ჰარტბერგს" შეხვდება.
30 სექტემბერს გრაცული გუნდი ევროპა ლიგაზე პსვ-ს უმასპინძლებს.