"უკვე თამაშის ამბიცია აქვს და მორალური დარტყმა არ მიუღია..." - AS გიორგისა და იასპერზე წერს

AutoSharing Option
იასპერ სილესენის "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებასა და კარგ თამაშს გავლენიანი AS-ი ეხმაურება და ამ ფონზე, გიორგი მამარდაშვილის შანსებზეც საუბრობს:

"სილესენი დაბრუნდა. ნიდერლანდელმა კარის მცველმა ძირითადი მეკარის სტატუსი ტრავმისა და მამარდაშვილის მაღალ დონეზე თამაშის გამო დაკარგა, მაგრამ საბოლოოდ, მწვრთნელმა შანსი მისცა, რომელსაც ამდენი ხანი ელოდა და მანაც მშვენივრად გამოიყენა.

"ღამურების" მე-13 ნომრის შესანიშნავმა სეივმა გუნდს "ბილბაოსთან" ქულა გადაურჩინა. ბორდალასმა მატჩის შემდეგ მის დამსახურებას ხაზი გაუსვა.

სანაკრებო პაუზის შემდეგ სათადარიგო სკამზე დარჩენა ნიდერლანდელისთვის ემოციური დარტყმა იყო. ხოსე მას ესაუბრა, რათა დაერწმუნებინა, რომ
მისი შანსი მალე მოვიდოდა.

მამარდაშვილი ოცნებით ცხოვრობდა, როდესაც ვალენსიაში მეორე გუნდში სათამაშოდ ჩამოვიდა. მას უკვე თამაშის ამბიცია აქვს და მორალური დარტყმა არ მიუღია. მით უმეტეს, კლუბმა და მისმა აგენტებმა ბოლო საათებში გაააქტიურეს მოლაპარაკებები გამოსყიდვის ვარიანტის განსახორციელებლად."

შეგახსენებთ, გიორგი ლა ლიგის ექვს ტურში შეუცვლელად ასპარეზობდა, რა დროსაც 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა, ერთ ტურში კი საუკეთესოდ დაასახელეს. "ვალენსია" მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, "კადისის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"Mamma Mia" - სულელური გოლი ესპანეთის ჩემპიონატში - გამოხმაურებები მამარდაშვილის ირგვლივ

altმამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

altმამარდაშვილის მეოთხე მატჩი ლა ლიგაში - "ვალენსია" გალიდერდა და შემდეგ ტურში "რეალს" შეხვდება



მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ტრაგედია არაა,საჭიროცაა მისთვის,ასეთი მომენტებისთვის მზად უნდა იყოს,მთელი კარიერა წინ აქვს
levan
11:26 27-09-2021
0
თუ ამბიცია აქვს არავითარ შემხთვევაში სკამზე არ უნდა დაჯდეს თუნდაც მეორე ან მესამე დონის გუნდში ითამაშოს ჯობია ვიდრე სათადარიგოზე გაატაროს
ermiloe
11:55 27-09-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული