დღეს - ზურიკო პსჟ-ს წინააღმდეგ და "ქოჩორას" მატჩი - ის, რასაც სამი წელია ვწერდით, სრულდება?!

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო. შუა ნაწილს ლიდერის რანგში შეხვედრილი "ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიასთვის მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ გუნდს, "ვერონას" უმასპინძლებს - დღეს, 12 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე. გამორიცხული არაა, ნეაპოლელთა პრევიუს, რომელსაც სამი წელია ვწერთ, ბოლოჯერ ეცნობოდეთ.

ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე ახლა მეტი იწერება, ვიდრე მომავალ მატჩზე. რატომაა "კვარასთვის" "ვერონა" განსაკუთრებული მეტოქე და რატომ უფრთხოდნენ ქართველს? - 2022 წლის 15 აგვისტოს მათ კარში სერია "ა"-ში სადებიუტო გოლი გაიტანა(შემდეგ ზელინსკის გაატანინა); ერთი წლის შემდეგ 77-ე ნომერმა დუბლი შეასრულა; წინა თებერვალში ცოტა ხნის
წინ ნეაპოლელთა მხრიდან 2024 წლის საუკეთესო გოლად დასახელებული ულამაზესი დარტყმა შემოგვთავაზა...

ის, რაც მიმდინარე სეზონის საწყის ტურში მოხდა, მოულოდნელი იყო. ანტონიო კონტეს სადებიუტო შეხვედრაში მწარე მარცხი (0:3) ვიხილეთ. პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმის გამო ხვიჩას გასვლა, ჯერ კიდევ დაულაგებელი გუნდი - ასახსნელად საკმარისი მიზეზებია. ასე რომ, ახლა რევანშის დროა!..

ხვიჩას ტრანსფერზე ბევრი საუბარია...

Sportall.Ge

ხვიჩა არ იქნება. თუკი კვარაცხელია და ნერეში ერთდროულად შეუტევდნენ, ხომ არ დაირღვეოდა ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის, რაშიც პოლიტანოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ეს იტალიელი მწვრთნელის საფიქრალი იქნებოდა. "ფიორენტინასთან" კარგად გამოჩნდა, გუნდს რესურსი აქვს, დომინანტი იყოს და უბურთოდ თამაშზე არ იფიქროს. მხოლოდ 12 გაშვებული გოლი მართლაც დიდებული მაჩვენებელია.

შეხვედრას საკმაოდ ახალგაზრდა და გამოუცდელი, 34 წლის ლუკა ზუფერლი გაუძღვება, ვისაც ბოლო დროს მეოთხე არბიტრად უფრო ვხედავთ.

Sportall.Ge

ამ მატჩის პარალელურად საფრანგეთში ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენს" დიდი გამოწვევა აქვს, პსჟ-ს ("კვარას" მომავალი გუნდი?) უნდა ესტუმრონ. გასული ტური ქართველმა გამოტოვა, მისმა გუნდმა კი გაიმარჯვა. "მწვანეები" დიდი ტრადიციისა და ტიტულების მქონე გუნდია, თუმცა ბოლო პერიოდი პარიზელთა სრული დომინაციით მიმდინარეობს; უფრო ადრე, 19:15 საათზე, ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში, გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე" "კადისს" ეწვევა.

შაბათი
, 11.01

გერმანია. ბუნდესლიგა. ჰაიდენჰაიმი (ზივზივაძის დებიუტი. საგოლე პასი) - უნიონი 2:0;

იტალია. სერია ა. ემპოლი (გოგლიჩიძე. 90 წუთი) - ლეჩე 1:3;

საფრანგეთი. ლიგა 1. 
ბრესტი - ლიონი (მიქაუტაძე. დასკვნითი 14 წუთი) 2:1;

ესპანეთი. ლა ლიგა. 

სევილია - ვალენსია (მამარდაშვილი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა) - 1:1.

alt"კვარაცხელია პსჟ-სთან კონტრაქტს ამ უქმეებზე გააფორმებს - დე ლაურენტისი 90 მილიონს მოითხოვს" - იტალიური მედია

altL’Équipe: პსჟ-ს "კვარას" ტრანსფერზე სიფრთხილე მართებს - "მანჩესტერი" დანებებას არ აპირებს

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან გამიხარდება, თუ ზურიკო ჟორჟის მსგავსად ერთ გოლს მაინც მიართმევს პსჟ-ს. რა თქმა უნდა რომ წააგებენ, მაგრამ ძლიერ გუნდებთან გატანილი გოლი მაინც განსაკუთრებულად ფასობს. წარმატებები ბიჭებს!
ბევრი გოლი გვინდა, ბიჭებო!
13:33 12-01-2025
0
ბუდუმ დებიუტანტის კვალობაზე შესანიშნავად ითამაშა.გოლის გატანაც შეეძლო,მაგრამ მეკარემ იყოჩაღა.ყოჩაღ ზივზის.
ჯანაშია ვაგნერი.
12:10 12-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული