მერებაშვილმა პოლონეთში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის პირველი დივიზიონის მე-10 ტურში გიორგი მერებაშვილის "პოდბერსკიძემ" "რჟეშოვი" 2:0 დაამარცხა და მესამე ადგილს იკავებს. 35 წლის ნახევარმცველმა საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა - 48-ე წუთზე დაახლოებით 70-მეტრიანი რეიდი მოაწყო და მეტოქის კარი დალაშქრა.

მიმდინარე სეზონში ქართველი ლეგიონერისთვის ეს მეორე შედეგიანი დარტყმა იყო, ჩემპიონატში კი მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა.

შეგახსენებთ, მერებაშვილი პოლონეთში 2016 წლიდან გამოდის და პლოცკის "ვისლას" შემადგენლობაში 22 გოლის ავტორია. გიორგის მანამდე "ლევადიაკოსში", "ვერიაში", "ოფში", "ვოივოდინასა" და თბილისის "დინამოში" უთამაშია, საქართველოს ნაკრებში კი 2010 წლიდან იწვევდნენ, სადაც მეტოქეების კარი
ორჯერ აიღო.

sportall.ge-სთან ინტერვიუში ნახევარმცველმა განაცხადა, რომ "ჯვაროსნებში" თამაშის იმედი ისევ აქვს.

"პოდბერსკიძე" 1-ელ ოქტომბერს "ლეგნიცას" ესტუმრება.

 

altქართველი ლეგიონერების შედეგიანი შაბათი - 6 გოლი 5 ფეხბურთელის შესრულებით [VIDEO]

altამას პირველად ვამბობ, "დინამოს" ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წამიყენა - ინტერვიუ გიორგი მერებაშვილთან





მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი გოლი იყო ! არ მესმის რატომ აიგნორებენ ამას ნაკრების მწვრთნელები ? ზუსტად მარჯვენა ფლანგზე გვიჭირს ეხლა განსაკუთრებით აქ მარცხნიდან გაიტანა მაგრამ მარჯვენა ფლანგელია და ესეიგი უნივერსალიცაა ! მარჯვნოივ დაცვაში გვაქვს პროგლემები და მერება ძალიან კარგად თათამაშობს დაცვაში !
ზურა222
14:29 27-09-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული