ქართველების ორშაბათი - მონატრებული გამარჯვებისთვის და სათასო დრამის შემდეგ

AutoSharing Option
ორშაბათს, 27 სექტემბერს, ევროპულ მოედნებზე ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო რამდენიმე შეხვედრა გაიმართება.

მურთაზ დაუშვილის, თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი ქვილითაიას "აპოელს" კვიპროსის ჩემპიონატში საშინელი სერია აქვს - 3 შეხვედრაში ამდენივე მარცხი. გუნდში საკმაოდ ბევრი ახალწვეულია და როგორც ჩანს, შეთამაშების პრობლემაც არსებობს.

ნიქოზიურმა კლუბმა თასზე "ნეა სალამისი" 2:0 დაამარცხა, მერვედფინალში გავიდა და ხასიათი ცოტათი გამოიკეთა.

Sportall.Ge

"აპოელი "პაეკს" უმასპინძლებს (21:00 სთ), ეცდება პირველი გამარჯვება მოიპოვოს და "ანორთოსისს" ქულებით გაუთანაბრდეს. სამივე ქართველ ფეხბურთელს ისევ სასტარტო შემადგენლობაში ველით.

გიორგი წიტაიშვილისა და ბექა ვაჩიბერაძის "ჩერნომორეცს" ჩემპიონატში 4-მატჩიანი
მოუგებელი სერია აქვს. მათ მთელი ჯავრი სათასო მეტოქე "პრიკარპატიაზე" (4:1) იყარეს და მერვედფინალში გავიდნენ.

Sportall.Ge

ქართველი ლეგიონერების კლუბი მე-9 ტურში "ინჰულეცს" უმასპინძლებს (20:30 სთ) და გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილში გადაასწრებს კიდეც.

Sportall.Ge

ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" სათასო დაპირისპირებაში გამოჩნდა, რომელიც დრამატული გამოდგა. "ლოძთან" ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა, პენალტების სერია კი ქართველი მცველის თანაგუნდელებმა კატასტროფულად შეასრულეს - საწყისი 4 დარტყმიდან 3 ვერ გამოიყენეს. მას შემდეგ, რაც ოთარმა ვერ გაიტანა, სერიაში საბოლოო ანგარიში - 3:1 დაფიქსირდა.

"კრაკოვია" "პიასტს" ესტუმრება (20:00 სთ) და ეცდება, სატურნირო მდგომარეობა გამოისწოროს, რადგან ამჟამად 9 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.

altვაჩიბერაძე - მატჩის საუკეთესო, წიტაიშვილის 20 წუთი


altოქრიაშვილი "ოლიმპიაკოსისთვის" ემზადება

altკაკაბაძემ გუნდი გამოიცვალა და ორიგინალურად წარადგინეს [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 1 /
ქვილითაია და დაუშვილი რო იქნება გუნდში თამაში როგორ უნდა მოიგონ?
Levani
15:21 27-09-2021
3

სიახლეები პოპულარული