"ამ გრანდთან წინასწარი შეთანხმება მქონდა, მაგრამ..." - მამუკა ჯუღელი კვარაცხელიას არშემდგარ ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
"მთავარ არხზე" გადაცემის "სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან ბევრი აკვირდება და ბევრ გუნდს სურს მისი ტრანსფერი, თუმცა რაღაც დეტალებია, რის გამოც გარიგება ვერ კეთდება.

დღეს კლუბებს რომ უთხრა, მოდი და 5-10 მილიონად კვარაცხელიას მოგყიდიო, უარს არავინ იტყვის, მაგრამ "რუბინი" თავის ვარსკვლავს ამ თანხად ნამდვილად არ შეელევა.

შეხედეთ სატრანსფერო ფანჯარას. დაინახავთ, რომ არის უმეტესად გარიგებები, სადაც დიდ როლს თავისუფალი აგენტები თამაშობენ და კრიზისის გამო დიდი
თანხის გადახდას გუნდები ერიდებიან.

პირდაპირ გეტყვით, რომ აპრილის თვეში სერიოზული მოლაპარაკება მქონდა "იუვენტუსთან" და ტურინში კლუბის სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან სალაპარაკოდ ჩავფრინდი.

გიყვებით 16-17 აპრილის ამბებს და ჩვენ გვქონდა წინასწარი მოლაპარაკება ტრანსფერზე... შემდეგ, იცით, რა მოხდა? - "იუვენტუსი", გუნდი, რომელიც მუდმივად ჩემპიონი ხდებოდა, ოთხეულში ძლივს შევიდა, რის გამოც მთავარი მწვრთნელი და პარატიჩიც გაუშვეს...

ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და მას რეკლამის გაკეთება აღარ სჭირდება. მე ის აქამდე უკვე მოვიყვანე და ახლა თვითონ უნდა გამიკეთოს რეკლამა.

თქვენ არ გეცოდინებათ და გეტყვით, რომ მან ზაფხულში ძალიან დიდი ნერვიულობა გადაიტანა. ჟურნალისტები წერდნენ ბევრ ისეთ რამეს, რაც არ იყო საჭირო. კვარაცხელია ჩემი ოჯახის წევრია, მამამისი ჩემი მეგობარია და ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოგვიწია, რომ ბავშვი რთული მდგომარეობიდან გამოგვეყვანა", - ამბობს ჯუღელი.
მკითხველის კომენტარები / 48 /
სანამ ჯუღელს არ მოიშორებს ვერსადაც ვერ გადავა, ჯუღელისთვის პოსტსაბჭოთა სივრცის იქეთ ფეხბურთელის გაყვანა შეუძლებელია, არაა იმ დონის სპეციალისტი, რომ დიდი გუნდები მას დაუჯდნენ და ტრანსფერი განიხილონ. ჯუღელი საფეხბურთო სამყაროსთვის არავინაა და ვერც შეძლებს კარგი გუნდის მოძიებას.
კვარო, ჯუღელთან ერთად წინ ვერ წახვალ!
თუ ვცდები შემახსენეთ, ჯუღელის ერთი ნორმალური ტრანსფერი.
სამწუხაროდ!
27 სექტემბერი 2021 13:00
1
შეეშვით რა ამ "ბავშვია"ს ძახილი, გულისამრევია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ბავშვი ვიცი 15, 16 წლის, ჰაჰა 17 წლის, რაის ბავშვი?!
გიორგი
27 სექტემბერი 2021 16:41
2
ამ არსებას როგორ უნდა ენდო? ეს არის პროფესიონალი თაღლითი
ako
27 სექტემბერი 2021 13:49
1
მთელი წელი ხო ტვინი წაიღეთ ჭორებით აბა მილანიო, აბა სიტიო, ჰაი ჰუი და ტვინს რატო "ჭამთ" ხოლმე ეს ვითომ ჟურნალისტები.

საბოლოოდ რუსეთში დარჩა ისევ და ვინ იცის რამხელა სტრესი აქვს ახლა ამ ყველაფრის გამო, რომ ვიღაც სირთავამ მოლოდინები შეუქმნა საზოგადოებას რაღაც უაზრო სტატიებით, ტრანსფერების შესახებ და ბოლოს იმედგაცრუებულები დარჩნენ ისევ მისი ქომაგები და შესაძლებელია ამ ყველაფერს ხვიჩა თავის თავსაც აბრალებდეს.
გიორგი
27 სექტემბერი 2021 14:23
4
იქნებ ქართველებმა ისეთი კომენტარები მაინც არ გააკეთონ რუბინის გვერდზე, რაც ხვიჩას ხელს შეუშლის და უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს.
გუშინ ვიღაც ქართველი წერდა, ხვიჩამ ქართულად მისცა ინტერვიუ, სადაც ამბობს რომ რუბინში თამაში აღარ უნდა და ამიტომ თამაშობს ცუდადო.
უმტკიცებდა იქ რუსებს. თქვენ რა იცით, ქართულად თქვაო. ნახევარმა ფანკლუბმა ხომ დაიჯერა?!
მსგავსი არაფერი ყოფილა და რატომ ვუშლით ამ ბიჭს ხელს და ნერვებს, ხო შეიძლება აქედან მაინც იგრძნოს მხარდაჭერა? მხარს თუ არ უჭერ, ტყუილ ინფორმაციებს მაინც ნუ უვრცელებ, იმ გვერდზე სადაც ყველა კითხულობს.
ჩემი თხოვნა იქნება გადახედოთ რუბინის გვერდზე კომენტარებს.
Michael
27 სექტემბერი 2021 12:56
0
ევროპაში ამის გაშვებული ფეხბურთელი ვინმეს გინახავთ??!.
კვირკველია აგერ მაგალითი, ამოალპო რუსეთის ჭ კლასის ჩემპიონატში.
ხვიჩას ბევრად მაღალი დონის აგენტი ჭირდება ვიდრე ეს მართლა რუსი აგენტი.


ირაკლი
27 სექტემბერი 2021 21:11
0
ამის და პარატიჩის საუბრის ჩანაწერი თუ სადმე მოიპოვება კინოთეატრში გაუშვით! მაგრად მაინტერესებს მამუკა ჯუღელი რას და როგორ ესაუბრება ან რა ენაზე ესაუბრება და მერე მაგის რეაქცია:დ პერეგავორი და იგრავოი პრაქტიკა როგორ გადათარგმნა?:დდ ეს კაცი რუსეთის და ყაზახეთის იქეთ ვერ იმუშავებს.რა იუვე თუ ძმა ხარ :დდ
აბგდ
27 სექტემბერი 2021 22:41
0
ჩანაწერი არსებობს და როცა დრო მოვა გასაჯაროვდება.
სუსი
28 სექტემბერი 2021 00:52
4
კაი ნუ გჯერათ ზღაპრების!იუვემ რუბინს რომ შეთავაზება გაუკეთოს დიდი სიამოვნებით გაუშვებენ ფეხბურთელს!მათვისაც მნიშვნელოვანია რუბინიდან გრანდში ვინმე მოხვდეს)) ახლა ერთ რაღაცაზე დაფიქრდით ადრეც დავწერე მაგრამ არავინ შეისმინა :D არიან გავლენიანი ჟურნალისტები რომლებიც ძირითადად ტვიტერზე მუშაობენ და ყოველ წამს საინტერესო ინფორმაციებს პოსტავენ ნებისმიერი ქვეყნის და ნებისმიერი დონის ჩემპიონატის მოთამაშეებზე!ჰოდა არცერთს არ დაუწერია რომ იუვემ,ტოტენჰემმა ან სხვა ბობოლამ რუბინს კვარაცხელიაზე შეთავაზება გაუკეთაო!კარგად დაფიქრდით იუვენტუსი რომ ინტერესდება ფეხბურთელით ეგ არავის არ გამოეპარებოდა ისეთ ხალხზე იწერება ხოლმე!!! აგენტი დღეს უდიდეს როლს თამაშობს ტრანსფერის გაჩარხვაში მითუმეტეს კრიზისულ პერიოდში,მაგრამ ამ ბიჭს 20 მილიონი ისე დაადეს რომ ლიგის ჯგუფიც არ უთამაშია ის კიარა ნაკრებშიც არ უთამაშია!ჰოდა არც არავინ გადაიხდის რუბინის ქართველ ფეხბურთელში 20-25 მილიონს!მაგრამ ეს ყვეალფერი კეთდება იმისთვის რომ ზენიტმა ან სპარტაკმა უფრო მარტივად იყიდოს;)ეტყვიან აგერ შვილო ამდენია შენი რეალური ფასი მარა არ აინტერესებს ამ ევროპელებს შენი ნიჭიო ჰოდა წადი ზენიტშიო და ესეც სიხარულით წავა.სადაც კვირკველიამ ლესტერში წასვლას რუსეთის თასის მოგება ამჯობინა მანდ არაფერი მიკვირს სხვათაშორის კვირკველიაც ამის კლიენტი იყო ;)))
აბგდ
27 სექტემბერი 2021 19:05
0
რუსეთში რომ წაიყვანა 17 წლის იყო ხვიჩა. 17 წლის ჯერ კიდევ ბავშვია და დამოუკიდებლად ხელსაც ვერაფერს მოაწერდა. დაუჯერა მშობლებს და აგენტს, დანარჩენი მისი შრომის შედეგია. იმედია გააგრძელებს და გააჩუმებს, დაადუმებს ამ კრიტიკოსებს.

Thomas
27 სექტემბერი 2021 16:41
0
პატრონი არ ყავს ამ ბიჭს? რა ჯუღელი! პეოფესიონალი აგენტი ჭირდება აშკარად, იეთები დაპირდნენ და დატოვეს ისევ რუბინში, როცა მთელი გონბით გადართული იყო უკვე
???
27 სექტემბერი 2021 22:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული