"ამ გრანდთან წინასწარი შეთანხმება მქონდა, მაგრამ..." - მამუკა ჯუღელი კვარაცხელიას არშემდგარ ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
"მთავარ არხზე" გადაცემის "სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან ბევრი აკვირდება და ბევრ გუნდს სურს მისი ტრანსფერი, თუმცა რაღაც დეტალებია, რის გამოც გარიგება ვერ კეთდება.

დღეს კლუბებს რომ უთხრა, მოდი და 5-10 მილიონად კვარაცხელიას მოგყიდიო, უარს არავინ იტყვის, მაგრამ "რუბინი" თავის ვარსკვლავს ამ თანხად ნამდვილად არ შეელევა.

შეხედეთ სატრანსფერო ფანჯარას. დაინახავთ, რომ არის უმეტესად გარიგებები, სადაც დიდ როლს თავისუფალი აგენტები თამაშობენ და კრიზისის გამო დიდი
თანხის გადახდას გუნდები ერიდებიან.

პირდაპირ გეტყვით, რომ აპრილის თვეში სერიოზული მოლაპარაკება მქონდა "იუვენტუსთან" და ტურინში კლუბის სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან სალაპარაკოდ ჩავფრინდი.

გიყვებით 16-17 აპრილის ამბებს და ჩვენ გვქონდა წინასწარი მოლაპარაკება ტრანსფერზე... შემდეგ, იცით, რა მოხდა? - "იუვენტუსი", გუნდი, რომელიც მუდმივად ჩემპიონი ხდებოდა, ოთხეულში ძლივს შევიდა, რის გამოც მთავარი მწვრთნელი და პარატიჩიც გაუშვეს...

ხვიჩა დიდი ფეხბურთელია და მას რეკლამის გაკეთება აღარ სჭირდება. მე ის აქამდე უკვე მოვიყვანე და ახლა თვითონ უნდა გამიკეთოს რეკლამა.

თქვენ არ გეცოდინებათ და გეტყვით, რომ მან ზაფხულში ძალიან დიდი ნერვიულობა გადაიტანა. ჟურნალისტები წერდნენ ბევრ ისეთ რამეს, რაც არ იყო საჭირო. კვარაცხელია ჩემი ოჯახის წევრია, მამამისი ჩემი მეგობარია და ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოგვიწია, რომ ბავშვი რთული მდგომარეობიდან გამოგვეყვანა", - ამბობს ჯუღელი.
მკითხველის კომენტარები / 48 /
თავი და თავი, ამ კაცის სიხარბემ მიიყვანა საქმე აქამდე, რომ უჭირს ხვიჩას, რუბინისგან თავის დაღწევა.
ვშიშობ სავალალოდ არ დარჩეს ამ ფეხბურთელის საქმე, რაგან როგორც ეტყობა, ხვიჩას "ჩაძირვაში", რუსეთის მეტად წარმოუდგენლად სერიოზული ძალებია ჩართული.
მოკლედ არასწორი ტრანსფერი და უფროსი კვარაცხელიას, არასწორი და დაუფიქრებელი ერთი ფრაზა, მისი ინტერვიუდან...
კაცი
09:42 03-10-2021
0
ხვიჩა ბაბუ,ძალინ მიყვარხარ,ყურადღება ცუდ კომენტარებს არ მიაქციო,ასეთი ხალხი ვისაც უნდა,რომ შენ დიდი ფეხბურთი ვერ ან არ ითამაშო ძალიან ცოტაა,დამერწმუნ შენ მთელ საქართველოს,საფეხბურთო სამყაროს უყვარხარ,შენ მათი სიყვარული და ლოცვა თან გდევს,მათთვის,მათი გულის გასახარად,ლაღად ითამაშე,ისე როგორც თამაშობდი და ძლიერ ლიგაში გადასვლაც არ დაახანებს,წარმატებები ხვიჩა,საქართველოს სასიქადულო ვაჟკაცო,შენთვის მლოცველი ნიკოლოზ ბაბუ.
ნიკოლოზ ბაბუ
15:00 02-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული