ჩაკვეტაძე: - ტრავმის მიღების შიში ისევ მეუფლება... შეცვლა ამიტომ მოვითხოვე...

AutoSharing Option
ბელგიურმა nieuwsblad-მა "გენტის" გამარჯვებაზე ("სერკლ ბრიუგესთან" 2:1) საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გიორგი ჩაკვეტაძის (საგოლე პასის ავტორი) კომენტარიც შემოგვთავაზა:

"გუნდისთვის ისევ მნიშვნელოვანი მოთამაშე რომ ვარ, ეს ძალიან მახარებს. იოლი მატჩი არ ყოფილა და გამარჯვებისთვის დიდი სამუშაო გავწიეთ.

რა თქმა უნდა, ტრავმებთან ხანგრძლივ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია და 100 პროცენტით მზად ჯერ არ ვარ. 60-70 წუთის შემდეგ ფეხებში სიმძიმეს ვგრძნობ (შეცვლაც ამიტომ მოვითხოვე).

ტრავმის მიღების შიში ზოგჯერ ისევ რომ მეუფლება, ეს ბუნებრივია, რადგან ამდენი ხანი გამიცდა. მოედნიდან გასვლამდე
საკმაოდ ძლიერი დარტყმა კი მივიღე, მაგრამ საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია."

"გენტი" 30 სექტემბერს, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, "ანორთოსისს" უმასპინძლებს, 3 ოქტომბერს კი, ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში, "ანტვერპენს" ესტუმრება.

alt"ჩაკვეტაძე კრეშენდოა. მთელ გუნდში საუკეთესო ფეხები აქვს" - გიორგიმ ბელგიური მედია და მწვრთნელი აღაფრთოვანა

altძველი ჩაკვეტაძე გვიბრუნდება - გიორგის საგოლე პასი და "გენტის" შემოტრიალებული თამაში [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩაკვე ბევრი ივარჯიშე ტრენაჟორებზე რომ ფეხებზე კუნთური მასა დაიყენო და როცა ძლიერი ფეხები გექნება ტრამვასაც აღარ მიიღებ.
გია
21:36 27-09-2021
4
ფორსირება არ არის საჭირო... შიში გაივლის...
tngh
18:52 27-09-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული