იძულებული გახდა, ძველ პირობებზე დათანხმებულიყო - ბერძნული მედია არაბულზე წერს

AutoSharing Option
როგორც ბერძნული sportime-ი წერს, 27 წლის ფორვარდი ბაჩანა არაბული იძულებული გახდა, "ლამიაში" ისევ ძველი სახელფასო პირობებით ეთამაშა, რადგან უკეთესი შეთავაზება ვერც მოქმედი და ვერც სხვა კლუბისგან ვერ მიიღო.

გამოცემის თანახმად, ქართველ ფეხბურთელს 100 ათასი ევროს 150-მდე გაზრდა სურდა, რაც არ გამოუვიდა.

ბაჩანამ საბერძნეთის ჩემპიონატის საწყისი მატჩები გამოტოვა, მე-4 ტურში კი ითამაშა - "ლამია" "პანეტოლიკოსს" დაუზავდა - 2:2. არაბული შეხვედრაში 74-ე წუთზე ჩაერთო.

საქართველოს ნაკრებში 6 შეხვედრის ჩამტარებელ ფორვარდს თბილისის "დინამოსაც" უკავშირებდნენ.

"ლამია", რომელსაც 4 შეხვედრის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს,
3 ოქტომბერს "იონიკოსს" ესტუმრება.

altარაბულის სახელფასო მოთხოვნილებები აკრძალულიც კი არის - ბერძნული მედია

alt"არაბული ძალიან ძვირად ფასობს" - ქართველი ფორვარდი ტრანსფერის მოლოდინში

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას ზივზივაძეს, ქვილითაიას 100 ლარსაც არ მივცემდი.
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული