მიქაუტაძე: სამ დიდ გუნდთან დავმარცხდით, "ზულტე ვარეგემს" უნდა მოვუგოთ

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მეცხრე ტურში სტუმრად „გენკთან“ წაგებულ მატჩში (0:3) „სერენის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კომენტარი გააკეთა.

„ბელგიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით. მათ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ჩვენ კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ჯერ ერთი გოლი გაგვიტანეს, ცოტა ხანში - მეორე. ეს მტკივნეული იყო. საკმარისი კონცენტრაცია და გამოცდილება არ გვაქვს. სწავლა უნდა განვაგრძოთ.

თამაშში დასაბრუნებლად გოლის გატანა გვჭირდებოდა, მაგრამ მეტოქე გაცილებით უკეთესად თამაშობდა. ისინი შესანიშნავად იცნობენ ერთმანეთს, უფრო სწრაფად მოქმედებენ, ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ.

სამ დიდ გუნდს დავუპირისპირდით და
სამივეჯერ მარცხი განვიცადეთ. შემდეგი მატჩი „ზულტე ვარეგემთან“ უნდა მოვიგოთ“, - ციტირებს მიქაუტაძეს Voetbalkrant-ი.

„სერენი“ „ზულტე ვარეგემს“ 3 ოქტომბერს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
დაანებეთ თავი ამ ,,პატარა ბიჭს,,აცალეთ გახრდა.
გელა 2
03 ოქტომბერი 2021 20:47
0
მაღალი დონის ლიგა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია
გრიგოლი1408
28 სექტემბერი 2021 13:16
0
ბელგია კარგი ტრამპლინია თუ ნიჭიერი ხარ. დე ბრუინეც მანდ გაიზარდა და აზარიც. ცუდი ლიგა არ არის შემდეგ რომ ტოპში გადახვიდე საშუალო დონის გუნდში. მაგალითად საფრანგეთში მოხვდე ბუნდესლიგაში საშუალო გუნდში ან ბუნდესლიგაში ქვედა ათეულში მაინც
რატომ
28 სექტემბერი 2021 15:55
0
კარგია რომ ერთი თავდამსხმელი გვყავს მაღალი დონის ლიგაში. ტოპ ლიგა არ არის, მაგრამ ეს ბიჭიც პატარაა ჯერ. 2-3 წელი აქვს ზრდისთვის. მთავარია სათამაშო დრო ჰქონდეს და ტრამვებმა არ შეუშალოს ხელი. გამტანი თავდამსხმელის პრობლემა მგონი მოხსნილი გვექნება ერთი ათი წელი
მიხარია ეს ბიჭი
28 სექტემბერი 2021 11:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული