მიქაუტაძემ ვერ გაიტანა - "სერენი" ნიგერიელმა გიგანტმა გაანადგურა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-9 ტურში "სერენი" გასვლაზე 0:3 დამარცხდა "გენკთან" - შვიდწუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიქი ტანმაღალმა (201 სმ) ნიგერიელმა თავდამსხმელმა პოლ ონუაჩუმ შეასრულა. მას პოკერის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

"სერენის" ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა ამჯერად მოედანი უგოლოდ დატოვა.

"სერენი" 9 ქულით მე-14 ადგილზეა და 3 ოქტომბერს "ზულტე ვარეგემს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მე იმედი მქონდა გიორგი გაიტანდა თორე ნამდვილად არ მქონდა იმის ილუზია რომ სერენი მოუგებდა დღეს გენკს სერენი ნამდვილად არ არის იმ დონის გუნდი რომელიც გენკს გასვლაზე მოუგებს ბოლო ბოლო ბელგის დონეზე ერთ ერთი მოწინავე კლუბია და ყოველ წელს იბრძვის ჩემპიონობისთვის სერენმა უფრო უნდა იბრძოლოს ჩემპიონატის საშუალო გუნდებთან ადგილის შენარჩუნებისთვის და მაქსიმუმ 10 ლში მოხვედრისთვის ჟუმპერ ლიგაში.
გიო
01:44 27-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული