ოქრიმ მეტოქეს იდაყვი უთავაზა, პენალტი მოიპოვა და გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურში ქართველების "აპოელმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა პაეკი.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა - მე-6 წუთზე მსაჯმა სტუმართა გუნდის მცველი იბრაჰიმ სუმაორო გააძევა. მასპინძლები ინიციატივას დაეუფლნენ და აქტიურმა ოქრიაშვილმა 33-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, მაგრამ თავდამსხმელმა ანტონ მაგლიკამ ბურთი კარს ააცილა. 77-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ოქრიაშვილმა (ბურთზე ბრძოლისას მეტოქე გუნდის ფორვარდ მარიუ დემეტრიუს იდაყვი ჩაარტყა) და მოედნის დატოვება მოუწია, ხოლო მე-80 წუთზე ნახევარმცველმა ლუკას სოუზამ გოლი გაიტანა.

ბუბა დაუშვილი 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გიორგი ქვილითაია კი განაცხადში
არ იყო.

"აპოელმა" ზედიზედ სამი წაგების შემდეგ იმარჯვა და 3 ოქტომბერს "ანორთოსისს" დაუპირისპირდება. თავის ყოფილ გუნდთან მომავალ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ოქრიაშვილი მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საოცარი მენტალობის ხალხი ვართ კავკასიელები, შეგნებულად გააკეთა რომ აპოელის წინააღმდეგ არ ეთამაშა.
ავჭალიდან
06:13 28-09-2021
3

სიახლეები პოპულარული