GOAL:
"თორნიკე ოქრიაშვილი "ანტონის პაპადოპულოსზე" ყოფილ კლუბს ვერ დაუპირისპირდება. ქართველმა ფეხბურთელმა მასრიუს დიმიტრიუსს იდაყვი ჩაარტყა, ამის გამო კი პირდაპირ წითელი ბარათის მიღებაც შესაძლებელი იყო.
ოქრიაშვილი საკუთარი თავის აჩრდილია და მენეჯმენტისა და "აპოელის" გულშემატკივართა მოლოდინებს ვერ ამართლებს. ის წინა ტურშიც გააფრთხილეს."
24sports:
"გიორგი ქვილითაიამ "აპოლონის" წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და უკანასკნელი შეხვედრა გამოტოვა. ერთი კვირის შემდეგ ის "ანორთოსისს" ნამდვილად შეუტევს - ეს მატჩის შემდეგ მთავარმა
ქართველი ფორვარდი რამდენიმე თვის შემდეგ "ანტონის პაპადოპულოსზე" ბრუნდება, სადაც გასულ წელს "ანორთოსისის" მაისურით შესანიშნავი სეზონი ჩაატარა - 31 თამაშში 14 გოლი გაიტანა და მაისში თასზე გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო.
ქვილითაია თემურ ქეცბაიას გუნდს პირველად დაუპირისპირდება. მურთაზ დაუშვილიც ამისთვის ემზადება, თორნიკე ოქრიაშვილი კი შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს..."
"აპოელს", ისევე, როგორც "ანორთოსისს", მხოლოდ სამი ქულა აქვს. ხსენებული დაპირისპირება 3 ოქტომბერს შედგება. თუკი ქეცბაია გიორგი ლორიას, ნიკა ნინუასა და ნიკა კაჭარავას დაეყრდნობა, 5 ქართველი ფეხბურთელის დაპირისპირებას ვიხილავთ. შეგახსენებთ, ფამაგუსტელთა მთავარი მწვრთნელი დაუშვილის ახალ გუნდში გადაბარგების ფორმით უკმაყოფილო იყო.
ოქრიმ მეტოქეს იდაყვი უთავაზა, პენალტი მოიპოვა და გააძევეს [VIDEO]