ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

superdeporte: მამარდაშვილის ზღაპარი 20 წუთში ბორტს მიღმა აღმოჩნდა - ქართველი სილესენის შეცდომის მოლოდინში

AutoSharing Option
"ვალენსიაში" ჩატარებული პირველი 6 მატჩის შემდეგ "ვალენსიას" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა 20 წლის გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად მე-7 ტურში კარში გამოცდილი ნიდერლანდელი იასპერ სილესენი ჩააყენა, თუმცა ქართველი შეაქო და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. მამარდაშვილზე წერილი superdeporte-მა გამოაქვეყნა:

რა უნდა ისწავლოს მამარდაშვილმა სილესენისგან
ქართველის ზღაპარს არაფერი აქვს საერთო ფეხბურთის ყველაზე დიდ სისასტიკესთან

"ფეხბურთის ისტორიაში მრავლადაა გარიყული მეკარეების მაგალითები. ფეხბურთელთა არც ერთ პოზიციაზე არ არის ასეთი მკვეთრი ცვალებადობა, როდესაც გმირი შეიძლება ანტიგმირი გახდე და საკმაოდ რთულია პუბლიკის წინაშე გაბრწყინების შემდეგაც კი დაკარგული პოზიციის დაბრუნება. სამართლიანი არ
არის? უბრალოდ ითამაშე კიდევ ერთი მატჩი და ამაში დარწმუნდები. თან "ვალენსიაში" კიდევ ორ მეკარეს სურს ძირითადში ადგილის მოპოვება.

მამარდაშვილის "სევილიასთან" თამაში ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომელსაც შეუძლია კარიერაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ბრაზილიის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი მოასირ ბარბოზა ამის ნათელი მაგალითია, რომელმაც მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატზე "მარაკანაზე" ურუგვაისთან ფინალში ორი გოლი გაუშვა. ის "პიონერი" იყო. თუმცა შორს წასვლა სულაც არ გვჭირდება, ყველას კარგად გვახსოვს "ლივერპულის" კიპერის, ლორის კარიუსის ორი სავალალო შეცდომა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალთან". იმის მაგივრად, რომ გერმანიის ყველაზე პერსპექტიული მეკარე გამხდარიყო, გარიყული აღმოჩნდა. მსგავსმა შეცდომებმა შესაძლოა, სამწუხაროდ, ფეხბურთელს კარიერა სამუდამოდ დაუნგრიოს.

მამარდაშვილის წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ მისგან ბევრს არავინ მოელოდა. 20 წლის ბიჭი "მესტალიაზე" იჯარის წესით მოვიდა და პირველ გუნდში 6 სასტარტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან დამაჯერებელი თამაშით იმდენად დაარწმუნა კლუბი, რომ გადააწყვეტინა კონტრაქტის გაფორმების პროცესი დააჩქარონ. მოლოდინმა სწორედ ზღაპრისას დაიწყო ზრდა. სილესენი გამოჯანმრთელდა და თავის რიგს სათადარიგოთა სკამზე ელოდებოდა, როდესაც გიორგის მედია "რეალთან" და "სევილიასთან" გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა. იდეალური სტარტი კი 20-წუთიანი "გამოთიშვის" შედეგად ბორტს მიღმა აღმოჩნდა. ექნება კი კიდევ ექვსი შანსი, რათა კვლავ პირველი მეკარე გახდეს?

და სილესენმა ყველაზე უკეთ იცის, ამით როგორ ისარგებლოს. ის "ბარსელონაში" ტერ შტეგენის აჩრდილი იყო, "ვალენსიაში" უკანასკნელი ათწლეულის, ალბათ, საუკეთესო მეკარის შემცვლელად მოვიდა,  მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელისგან ბევრს მოელოდნენ, მაგრამ ტრავმებმა თავის იდეალურად წარმოჩენის საშუალება არ მისცა. და აი, ისევ მიიღო შანსი. არა, ჩვეულებრივი გზით და წმინდანის კოცნით ამას ვერ მიაღწევს და ეს მამარდაშვილისთვის დამამშვიდებელი უნდა იყოს".

ასევე დაგაინტერესებთ