"ვალენსია" მამარდაშვილს ულოცავს [PHOTO]

AutoSharing Option
"ვალენსიასა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 21 წლის გახდა. "ღამურები" ქართველ ფეხბურთელს სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს.

Sportall.Ge

გიორგი მესტალიურ კლუბში გასულ ზაფხულს ჩაირიცხა და ლა ლიგაში 6 მატჩი გამართა, სადაც 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა, პირველ ტურში კი მისი სეივი საუკეთესოდ დასახელდა.

მამარდაშვილმა ბულგარეთის ნაკრებთან (1:4) ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კარი პირველად დაიცვა.

21 წლის მეკარეს თბილისის "ლოკომოტივში" 29, ხოლო "რუსთავში" 30 მატჩი აქვს ჩატარებული. შეგახსენებთ, ის თბილისის "დინამოს" ეკუთვნის, თუმცა ამ კლუბში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.

altმამარდაშვილი "რეალის"

წინააღმდეგ, მიქაუტაძის მოლოდინი და წიტაიშვილის გუნდის სირთულე

altმამარდაშვილის მეოთხე მატჩი ლა ლიგაში - "ვალენსია" გალიდერდა და შემდეგ ტურში "რეალს" შეხვდება

altEurosport: მამარდაშვილი ევროპის დიდ კლუბებს აინტერესებთ!


მკითხველის კომენტარები / 6 /
სიამოვნებით ვუერთდები მილოცვას!გიორგი, გისურვებ პირად ბედნიერებას და უდიდეს წარმატებებს,სპორტში."გახსოვდეს შვილო,გამოცდილია,თუ საძირკველი დანგრეულია,მაშინ კედლების აშენებისთვის,ყოველი შრომა დაკარგულია."საძირკველი გაამაგრე გიორგი და მერე,ვერავინ ამოგაგდებს შემადგენლობიდან.თვალნათლივ დარწმუნდი,რომ მხოლოდ ნიჭი და მონაცემები,საკმარისი არ ყოფილა.არც მხოლოდ თავდადებული ვარჯიში.ყველაფერი,თანდათან,საფეხურ-საფეხურად უნდა შეიწავლო და გაიარო.ყველაფერს,თავისი დრო აქვს და ეს დრო,ძალიან ახლოა.წარმატებები.
სოსო
12:49 29-09-2021
0
მეც ვულოცავ.ისე ეს აეროპორტშივე გატესტონ ღამურებში ყოფილა და რამე ახალი შტამი არ მოგვითრიოს :)
Levani
15:18 29-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული