ტრავმის გამო ჩაკვეტაძე "ანორთოსისთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "ანორთოსისთან" კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ ბელგიური გუნდის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა განაცხადა:

"გიორგის ბარძაყის პრობლემა აქვს და ხვალ ჩვენთან ერთად არ იქნება. თავიდან ეს სერიოზულად არ მოჩანდა და გიორგიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც, მაგრამ დღეს ძალიან გაუჭირდა და ამიტომ განაცხადში არ არის. მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში დავაკვირდებით და ვნახავთ, მომჯობინდება თუ არა კვირისთვის".

შემდეგ შეხვედრას "გენტი" ჟუპილერ ლიგაზე 3 ოქტომბერს სტუმრად "ანტვერპენთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩაკვე ნაკრების გამო არ მონაწილეობს ამ თამაშში. ნაკრებისთვის მზად იქნება.
გია
20:59 30-09-2021
0
ჭკვიანი და პატრიოტია ჩაკვე, ნაკრებისთვის თავს ინახავს. ბელგიელებსაც კვიპროსელების დამარცხება მის გარეშე არ გაუჭირდებათ. დაიმახსოვრეთ ჩამოვა და მაგრადაც ითამაშებს.
Suxumchanin
13:52 30-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული