"შუშები და ავეჯი განადგურებულია" - "შტურმის" გულშემატკივრები ნიდერლანდელებს თავს დაესხნენ

AutoSharing Option
ავსტრიული weltfussball-ი ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის წინ, სადაც გრაცის "შტურმი" პსვ-ს უმასპინძლებს, მომხდარ ინციდენტზე წერს:

"დაახლოებით 50 ადამიანი, რომლებიც "შტურმის" გულშემატკივართა "შავ ბლოკს" უნდა მიეკუთვნებოდნენ, თავს დაესხნენ პაბს, რომელსაც ნიდერლანდელები სტუმრობდნენ. პოლიციის განცხადებით, შენობის შუშები და ავეჯი განადგურებულია. დამნაშავეებიდან ოთხი პირი დაკავებულია.

გულშემატკივრები ავსტრიაში მოახლოებული მატჩისთვის ჩავიდნენ. დაკავებულია ორი ნიდერლანდელიც - სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის."

Sportall.Ge

ოთარ კიტეიშვილის "შტურმს" ჯგუფში მართლაც რთული მეტოქეები ჰყავს. პირველ ტურში ავსტრიელები "მონაკოსთან სტუმრად (0:1) დამარცხდნენ, მათი დღევანდელი მოწინააღმდეგე პსვ კი
"რეალ სოსიედადს (2:2) დაუზავდა.

გრაცში გასამართი შეხვედრა 20:45 საათზე (თბილისის დრო) დაიწყება. 25 წლის ქართველ ლეგიონერს კარგი სეზონი აქვს, ავსტრიის ჩემპიონატშიც გამოირჩევა, ევროპა ლიგის პლეი-ოფში კი სლოვენიურ "მურას" 2 გოლი გაუტანა.

altვაისი გოლის გატანის აუცილებლობაზე, ხოჭოლავა აუტსაიდერის წინააღმდეგ - ქართველების ჯგუფი

altქეცბაიასთვის ჩაკვეტაძის გარეშე დარჩენილ "გენტთან" გამარჯვება მოულოდნელი არ იქნება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული