კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო - "შტურმი" და "ანორთოსისი" დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროტურნირების ჯგუფური ეტაპების მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელების გუნდების მატჩები გაიმართა.

ევროპა ლიგაზე "შტურმი"საკუთარ მოედანზე პსვ-სთან 1:4 დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილს პირველ ტაიმში ფეხზე დისკომფორტს გრძნობდა,  81-ე წუთზე კი უკნიდან  ჩაარტყეს, რის შემდეგაც კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, შეცვალეს და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. იმედია, კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება და უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრების დახმარებას შეძლებს.

"შტურმმა" ორივე სასტარტო შეხვედრა წააგო და 21 ოქტომბერს "სოსიედადს" დაუპირისპირდება.

კონფერენს ლიგაზე "გენტმა" საკუთარ კედლებში "ანორთოსისს" 2:0 სძლია. მასპინძელთა რიგებში არ იყო ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძე, ხოლო
თემურ ქეცბაიას გუნდში მე-80 წუთზე შეცვლაზე ნიკა კაჭარავა შევიდა. გიორგი ლორია და ნიკა ნინუა სათადარიგოები გახლდნენ.

"გენტი" ჯგუფში "პარტიზანთან"ერთად ლიდერია და 21 ოქტომბერს სერბულ გუნდს ბელგრადში შეხვდება, ხოლო უქულოდ მყოფი "ანორთოსისი"იმავე დღეს "ფლორას"უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 27 /
ვკითხულობ კომენტარებს და ნერვები მაწყდება.კარგით რა ხალხო,ხომ ხედავთ ჩანაწერს,ხედავთ როგორ ურტყავენ.დავიჯერო ერთხელ მაინც არ მოურტყამთ თქვენთვის ასე?არ გამოგიცდიათ,როგორი ტკივილი იცის?ალბათ ასეა,თორემ ბურთზე დასარტყმელად მოქნეული დაარტყა უკნიდან და სიმულაციაზე რა ნამუსით ლაპარაკობთ?!თან ეს პირველი ხომ არ არის?მორჩენას ვერ ასწრებენ,ისევ ამტვრევენ.ასეა ხვიჩას შემთხვევაშიც.მათი თვალითაც შეხედეთ იმას,რასაც თქვენ აქ წერთ,წარმოიდგინეთ,თქვენ რომ ყოფილიყავით მის ადგილზე და ასე დაედოთ ბრალი,რას იფიქრებდით.წარმოიდგინეთ და იქნებ დამოკიდებულება შეიცვალოთ კიდეც.
სოსო
14:44 01-10-2021
0
შევწიროთ ცხვარი ტაძარს ან დინამოზე დავკლათ ეს უკვე ნამეტანი ჯადოაქ ქვეყანაას
beqa
11:16 01-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული