ევროპა ლიგაზე "შტურმი"საკუთარ მოედანზე პსვ-სთან 1:4 დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილს პირველ ტაიმში ფეხზე დისკომფორტს გრძნობდა, 81-ე წუთზე კი უკნიდან ჩაარტყეს, რის შემდეგაც კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, შეცვალეს და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. იმედია, კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება და უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრების დახმარებას შეძლებს.
"შტურმმა" ორივე სასტარტო შეხვედრა წააგო და 21 ოქტომბერს "სოსიედადს" დაუპირისპირდება.
კონფერენს ლიგაზე "გენტმა" საკუთარ კედლებში "ანორთოსისს" 2:0 სძლია. მასპინძელთა რიგებში არ იყო ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძე, ხოლო თემურ ქეცბაიას გუნდში მე-80 წუთზე შეცვლაზე ნიკა კაჭარავა შევიდა. გიორგი ლორია და ნიკა ნინუა სათადარიგოები გახლდნენ.
"გენტი" ჯგუფში "პარტიზანთან"ერთად ლიდერია და 21 ოქტომბერს სერბულ გუნდს ბელგრადში შეხვდება, ხოლო უქულოდ მყოფი "ანორთოსისი"იმავე დღეს "ფლორას"უმასპინძლებს.
2) კიტე
3) კვარა coming soon...
:D :D :D კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო!
მე მგონი სათითაიდ ყველა ფეხბურთელს და მთლიანად მთელ გუნდს შელოცვა არ აწყენდა!