კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო - "შტურმი" და "ანორთოსისი" დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროტურნირების ჯგუფური ეტაპების მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელების გუნდების მატჩები გაიმართა.

ევროპა ლიგაზე "შტურმი"საკუთარ მოედანზე პსვ-სთან 1:4 დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილს პირველ ტაიმში ფეხზე დისკომფორტს გრძნობდა,  81-ე წუთზე კი უკნიდან  ჩაარტყეს, რის შემდეგაც კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, შეცვალეს და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. იმედია, კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება და უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრების დახმარებას შეძლებს.

"შტურმმა" ორივე სასტარტო შეხვედრა წააგო და 21 ოქტომბერს "სოსიედადს" დაუპირისპირდება.

კონფერენს ლიგაზე "გენტმა" საკუთარ კედლებში "ანორთოსისს" 2:0 სძლია. მასპინძელთა რიგებში არ იყო ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძე, ხოლო
თემურ ქეცბაიას გუნდში მე-80 წუთზე შეცვლაზე ნიკა კაჭარავა შევიდა. გიორგი ლორია და ნიკა ნინუა სათადარიგოები გახლდნენ.

"გენტი" ჯგუფში "პარტიზანთან"ერთად ლიდერია და 21 ოქტომბერს სერბულ გუნდს ბელგრადში შეხვდება, ხოლო უქულოდ მყოფი "ანორთოსისი"იმავე დღეს "ფლორას"უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 27 /
ვკითხულობ კომენტარებს და ნერვები მაწყდება.კარგით რა ხალხო,ხომ ხედავთ ჩანაწერს,ხედავთ როგორ ურტყავენ.დავიჯერო ერთხელ მაინც არ მოურტყამთ თქვენთვის ასე?არ გამოგიცდიათ,როგორი ტკივილი იცის?ალბათ ასეა,თორემ ბურთზე დასარტყმელად მოქნეული დაარტყა უკნიდან და სიმულაციაზე რა ნამუსით ლაპარაკობთ?!თან ეს პირველი ხომ არ არის?მორჩენას ვერ ასწრებენ,ისევ ამტვრევენ.ასეა ხვიჩას შემთხვევაშიც.მათი თვალითაც შეხედეთ იმას,რასაც თქვენ აქ წერთ,წარმოიდგინეთ,თქვენ რომ ყოფილიყავით მის ადგილზე და ასე დაედოთ ბრალი,რას იფიქრებდით.წარმოიდგინეთ და იქნებ დამოკიდებულება შეიცვალოთ კიდეც.
სოსო
01 ოქტომბერი 2021 14:44
0
შევწიროთ ცხვარი ტაძარს ან დინამოზე დავკლათ ეს უკვე ნამეტანი ჯადოაქ ქვეყანაას
beqa
01 ოქტომბერი 2021 11:16
0
ამ ბიჭების ტრამვები სანაკრებო მატჩების წინ ან ნამდვილი ტრაგიკომედიაა ან მართლა გამოსაძიებელი ამბავია უკვე!!!
! ! !
01 ოქტომბერი 2021 10:31
0
კი, მართლა რაღაც უშნიდ ემთხვევა მაინცდამაინც სანაკრებო თამაშებს ეს ყველაფერი
გიონატ
01 ოქტომბერი 2021 13:55
1
რეპორტაჟის წამყვანები ტავიდან ვერ გავიგე, მატჩს კი ბოლომდე კი არა, პირველ ტაიმის ბოლომდეც ვერ ვუყურე. ეს წამყვანები თავიანთ ერუდიციის წარმოჩენას ახდენენ მატჩის მიმდინარეობისას, თუ რეპორტაჟი უნდა წაიყვანონ? ლაპარაკობენ ერთმანეთში ყველაფერზე თამაშის მიმდინარეობის გარდა. რა არის ეს?
თბილისელი
01 ოქტომბერი 2021 10:14
1
კი, ნამდვილად მიარტყეს უკნიდან წვივში. ეტკინა, რა თქმა უნდა. თუ კუნთი არ არის გაწყვეტილი, მაშინ მაქსიმუმ ჰემატომა იყოს, რაც ხელს არ შეუშლის თამაშში.გაწყვეტის შემთხვევაში 2 თვე მაინც უნდა შეხორცებას. ვნახოთ. ნამდვილად არ მინდა ვიფიქრო, რომ კიტეიშვილიც...
alexandre
01 ოქტომბერი 2021 09:51
1
ოპერაცია სჭირდებაო.აქ კი,რა ამბავი ატეხეს.აქ რომ არაობიექტური გამოხმაურებებია,ნაკრებისაკენ როგორ იყურებიან ფეხბურთელები,ეგ უფრო მიკვირს.
სოსო
01 ოქტომბერი 2021 14:50
1
არ უნდათ ძმაო ჩამოსვლა და რა გაუხურეთ საქმე, ეს ის ქვეყანა არ არის ტალანტები რომ იბადებიან(ყველაფერში) დაუძახონ სხვებს ვარსკვლავების მეტი რა არის საქართველოში, შენ ხვალ ნახე ვარსკვლავთცვენა
ako
01 ოქტომბერი 2021 08:34
4
ისე გამეტებით ჩასცხეს უკნიდან ფეხი?
ღმერთმა ქნას მძიმე ტრამვას გადარჩეს
თენგო
01 ოქტომბერი 2021 07:45
0
უტყდებათ ქოცური ფედერაცია და არ უნდათ მაგათ მწვრთნელებთან და ნაკრებში თამაში. რა მიხვედრა უნდა მაგას? ბოიკოტის მშვენიერი ფორმა მოიფიქრეს ბიჭებმა. ესეც პატრიოტიზმის ერთგვარი გამოხატულებაა.
ფირუზა
01 ოქტომბერი 2021 06:49
9
ჩამოვიდეს შეკრებაზე, ნახოს ნაკრების ექიმმა. თუ შეძლებს თამაშს კარგი თუ არადა ის მაინც იქნება ცხადი მართლა ტრავმა აქვს თუ არა. იყოს გუნდთან ერთად მთელი სანაკრებო პაუზა მიუხედავად იმისა ითამაშებს თუ ვერა. და ყველას მიმართ უნდა იყოს იგივე დამოკიდებულება.
არტ
01 ოქტომბერი 2021 02:43
4
სირცხვილია ბიჭო სირცხვილი. დედას გეფიცებით მე მეუხერხულება უკვე ამათ შემხედვარე. რაგჭირთ ბიჭოო? ღნერთის არგწამთ? ერთხელ ხო შეიძლება ჩამოხვიდეთ ნაკრების თამაშზეეეე. სადაც რაღაცდაგვჭირდა პატარა ხელის მიკვრა და პატარა რაღაცა ყველა მაშინ დაიტრავმა,ყველამ მაშინ აიკიდა კორონა და რავიცი კიდე. ველოდები ნიუსებს კვარაცხელიას ტრავმაზე და იმაზე რონაკრებს ვერ დაეხმარება და მერე 3 დღეში ურალთან ძირითადში დაიწყებს. კვარაცხელია კიარა დედასვფიცავარ სულ რო მესი მყავდეს თუ ნაკრებს არდაეხმარა რაში მჭირდება. ცოტა აზრზე მოდით ბიჭებო ან ვაფშე კარგადიყავით ნაკრებიდან, სიხარულისგან უნდა ტიროდეთ რო შანსი გაქვთ საქართველო ასახელოთ და თქვენკიდე ყველა თამაშის წინძის გდიხართ. არც ჟილკა არაგაქვთ არაფერი თქვენ არაგაქვთ.
ქართველი
01 ოქტომბერი 2021 02:28
6

სიახლეები პოპულარული